დავით ნარმანია და თენგიზ შერგელაშვილი პოლონელ ექსპერტთა ჯგუფს შეხვდნენ

შაბათი, 16 თებერვალი, 2013 - 13:55

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია და მინისტრის მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი პოლონელ ექსპერტთა ჯგუფს შეხვდნენ, რომელსაც ექსპერტი თვითმ-მართველობის საკითხებში ჯერსი სტეპიენი ხელმძღვანელობდა. შეხვედრაზე მხარეებმა ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის შესახებ ისაუბრეს და შეთანხმდნენ, რომ რეფორმის მომზადების პროცესში, მისი წარმატებით ჩატარებისთვის, თვითმმართველობის საკითხებში გამოცდილი ექსპერტი ქართველ კოლეგებს 6 თვის განმავლობაში დაეხმარება და კონსულტაციებს გაუწევს.

შეხვედრაზე, ასევე, გადაწყდა, რომ ერთ თვეში პოლონეთში ამ ქვეყნის გამოცდილების გაზიარების მიზნით თვითმმართველობის რეფორმაზე მომუშავე ქართველ ექსპერტთა 30 კაციანი ჯგუფი გაემგზავრება. „შეხვედრაზე მივაღწიეთ შეთანხმებას, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის პროცესში პოლონური მხარე მუდმივ მხარდაჭერას გაგვიწევს, რაც ძალიან კარგია, რადგან ჩვენ აშკარად გვჭირდება ამ გამოცდილების შესწავლა და გაზიარება,“ - განაცხადა შეხვედრის შემდეგ მინისტრმა ნარმანიამ.

„პოლონეთმა მსგავსი რეფორმა 12 წლის წინ განახორციელა და ჩვენ ამ საქმეში გარკვეული გამოცდილება გაგვაჩნია. საქართველოში არაერთ არასამთავრობო ორგანიზაციისა და სამთავრობო სტრუქტურის წარმომადგენელს შევხვდი და ბედნიერი ვარ, რომ ჩვენი გამოცდილების გაზიარების საშუალება მომეცა. მე მსურს, მივიწვიო ქართველი ექსპერტები, ვინც აღნიშნულ რეფორმაში იღებენ მონაწილეობას, რათა მათ თავად ნახონ ამ რეფორმის შედეგები პოლონეთში“, - განაცხადა ჯერსი სტეპიენმა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.93
  • 3.28
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46