„თეგეტა მოტორსმა“ საუკეთესო დილერის ნომინაციაში გამარჯვებულს MAZDA 3 გადასცა

შაბათი, 16 თებერვალი, 2013 - 13:38

„თეგეტა მოტორსის“ სათაო ოფისის სერვის ცენტრში გამართულ სავაჭრო პარტნიორების დაჯილდოების ტრადიციულ ღონისძიებაზე, 2012 წლის საუკეთესო დილერის ნომინაციაში გამარჯვებულს კომპანიამ გრანდიოზულ სიურპრიზს მოუმზადა, მას საჩუქრად გადაეცა ახალთახალი MAZDA 3.

აღნიშნული დაჯილდოების ცერემონიალი „თეგეტა მოტორსში“ ყოველწლიურად იმართება. ამჯერად კომპანიის 70-მდე სავაჭრო პარტნიორს გადაეცა სერტიფიკატები, ჯილდო სოლიდური ფულადი პრემიის სახით და სხვა საჩუქრები კომპანიისგან.

ღონისძიებაზე გამოვლინდნენ „თეგეტა მოტორსის“ სავაჭრო პარტნიორები შემდეგ ნომინაციებში: 2012 წლის საუკეთესო დილერი, „თეგეტა მოტორსის“ ყველაზე ლოიალური დილერი. ასევე, დაჯილდოვდნენ გამარჯვებულები სხვადასხვა კატეგორიების მიხედვით: საბურავების საუკეთესო გაყიდვები, საავტომობილო ზეთების საუკეთესო გაყიდვები, აკუმულატორების საუკეთესო გაყიდვები და სხვა.

კომპანიის ტრადიციული ღონისძიება მიმართულია „თეგეტა მოტორსის" საბითუმო სავაჭრო ქსელის შემდგომი განვითარებისკენ. დღესდღეობით კომპანიას 700-ზე მეტი პარტნიორი ჰყავს ქვეყნის მასშტაბით. „თეგეტა მოტორსი" აგრძელებს მუდმივ ზრუნვას სავაჭრო პარტნიორების ლოიალობის შემდგომი ზრდისთვის და 2013 წლიდან დილერებს მნიშვნელოვან სიახლეებს შესთავაზებს. ძირითადი აქცენტი გაკეთდება ბრენდების ასორტიმენტის გაფართოებაზე და მრავალმხრივ სარეკლამო მხარდაჭერაზე. ასევე, მერჩენდაიზინგის სტანდარტებსა და გაყიდვების უნარებზე.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41