შსს-მ პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი არასრულწლოვანი ქურდობის 8 ბრალდებით დააკავა

შაბათი, 16 თებერვალი, 2013 - 13:24

შინაგან საქმეთა სამინისტროს წყალტუბოს რაიონული სამმართველოს გეგუთის პოლიციის თანამშრომლებმა, წარსულში ქურდობის 13 ფაქტისთვის ნასამართლევი, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, არასრულწლოვანი რომეო გ. ქურდობის 8 ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა 2013 წლის 9 თებერვალს, წყალტუბოს რაიონის სოფელ გეგუთში, ელეონორა წიქორაძის საცხოვრებელი სახლიდან 2480 ლარის ღირებულების ოქროს სამკაულები და მობილური ტელეფონი მოიპარა. დაკავებულმა ოქროულობის ნაწილი იმავე დღეს გაყიდა. სამართალდამცველებმა ძვირფასეულობის ნაწილი უკვე ამოიღეს.

ძიების მსვლელობისას გაირკვა, რომ რომეო გ-მ 2012 წელს წყალტუბოს რაიონის სოფელ გეგუთის სასაფლაოზე 7 საფლავი გაქურდა. გამოძიებამ ბრალდებულის მიერ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ჩადენილი, ქურდობის 20 ფაქტი დაადგინა.

დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულებს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" და მე-3 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გიჟია , ხალხო, რას აპიარებთ? - კობა დავითაშვილი აჰა, ქოცებო აკომენტირეთ ეს როგორც გინდათ - მიხეილ სააკაშვილი ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.44
  • 2.88
  • 3.29
  • 0.04
  • 0.55
  • 1.44