მთავრობის საგარეო პოლიტიკაში გაჩნდა გარკვეული რეალიზმის ნიშნები, რომელსაც არ შეიძლება არ მიესალმო - მიხეილ სააკაშვილი

პარასკევი, 15 თებერვალი, 2013 - 20:50

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს მთავრობის ბოლო რამდენიმე გადაწყვეტილებას გამოეხმაურა,  რომელიც საქართველო-რუსეთის რკინიგზის პროექტის განხილვის შეჩერებასა და თურქეთში მიმდინარე მოლაპარაკების შედეგად კულტურული მემკვიდრეობის საკითხებს ეხება.

პრეზიდენტი მიესალმება მთვრობის გადაწყვეტილებას, რომ რკინიგზის პროექტის განხილვა გრძელვდიანი დისკუსიის საგანი უნდა გახდეს. მისივე შეფასებით, მთავრობის საგარეო პოლიტიკაში გაჩნდა გარკვეული რეალიზმის ნიშნები და ეს არის ის შემობრუნება, რომელსაც არ შეიძლება არ მიესალმო.

"გუშინ თურქეთში გამართულ მოლაპარაკების შედეგად მთავრობამ განაცხადა, რომ მიიღეს გადაწყვეტილება ბათუმში მეჩეთისა და საქართველოს ძეგლების აღდგენის თობაზე თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე. ჩვენ ამ საკითხზე ვმუშაობთ უკვე რამდენიმე წელიწადია და ჩვენი პოზიცია არის ყველასთვის გამჭვირვალე და ნათელი. მეჩეთები არის ქართული კულტურის ნაწილი, იმიტომ რომ მუსულმანები არიან ქართული საზოგადოების განუყოფელი ნაწილი და ჩვენი ძეგლები თურქეთში არიან ასევე ქართული კულტურის განუყოფელი ნაწილი. ამიტომ ჩემი პოზიცია ნათელია, რომ უნდა მოხდეს ქართული ძეგლების აღდგენა თურქეთში და პატივი უნდა ვცეთ ტრადიციულ ძეგლებს საქართველოს ტერიტორიაზე", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41