ბიძინა ივანიშვილი ჰარვარდის უნივერსიტეტის კონსტიტუციური ცენტრის ხელმძღვანელს შეხვდა

პარასკევი, 15 თებერვალი, 2013 - 20:18

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ჰარვარდის უნივერსიტეტის კონსტიტუციური ცენტრის ხელმძღვანელს, სამართლის სკოლისა და ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორს ლოურენს ლესიგს შეხვდა.

ლოურენს ლესიგი იმ ექსპერტთა ჯგუფს უხელმძღვანელებს, რომელიც საქართველოში საკონსტიტუციო პროცესებსა და ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმების მიმდინარეობას დააკვირდება და მთავრობას შესაბამის კონსულტაციას გაუწევს. ლესიგი 1993 წლიდან ხელმძღვანელობდა იმ საერთაშორისო ჯგუფს, რომელიც დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველოს კონსტიტუციაზე მუშაობდა.იგი ასევე სათავეში ედგა ექსპერტთა ჯგუფებს, რომლებიც საკონსტუტუციო რეფორმების საკითხში კონსულტაციას უწევდნენ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს.

საქართველოში მუშაობას ექსპერტთა მეორე ჯგუფიც შეუდგება, რომელიც მონიტორინგს გაუწევს გახმაურებულ სისხლის სამართლებრივ საქმეებს. გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარის შტეფან ფულეს რეკომენდაციით ამ ჯგუფს თომას ჰამერბერგი უხელმძღვანელებს. საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფები საქართველოში პრემიერ-მინისტრის მოწოდების შედეგად იქმნება.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.93
  • 3.3
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46