შუალედური მომზადების ზამთრის კურსი ოფიციალურად დასრულდა

პარასკევი, 15 თებერვალი, 2013 - 20:22

შუალედური მომზადების ზამთრის კურსი დღეს ოფიციალურად დასრულდა. დახურვის საზეიმო ცერემონიალი საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში გაიმართა. ცერემონიას საქართველოს შეიარაღებული ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალი, ვიცე პოლკოვნიკი შალვა ბაჯელიძე, ნატოს სამხედრო მეკავშირე ოფიცერი, პოლკოვნიკი მაქსიმილიან ედერი, ასევე, საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნის სამხედრო ატაშეები დაესწრნენ.

ცერემონიალის დასასრულს სწავლებაში მონაწილე ქართველმა, ასევე ნატოს წევრი და პარტნიორის ქვეყნების პოლონეთისა და უკრაინის სამხედრო მოსამსახურეებმა კურსის წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატები და სამკერდე ნიშნები მიიღეს.

„საჩხერის სამთო მომზადების სკოლა ქვეითთა სამთო მომზადების კუთხით უნიკალურია. ჩემთვის დიდი პატივია დავესწრო აღნიშნული კურსის გამოშვებას, რადგან ეს ძალიან კარგი პროგრამაა და არ არსებობს ბევრი სამხედრო ვისაც ამ კურსის გავლა წარმატებით შეუძლია“ - აღნიშნა ნატოს სამხედრო მეკავშირე ოფიცერმა, პოლკოვნიკმა მაქსიმილიან ედერმა.

ზამთრის კურსი 20 იანვარს დაიწყო და NATO-ს პარტნიორობა მშვიდობისათვის პროგრამის ფარგლებში (PFP) განხორციელდა. წვრთნები ორ ეტაპად დაიგეგმა. თავდაპირველად, კურსზე მივლინებული სამხედრო მოსამსახურეები, აბულის სამთო პოლიგონზე, რთული კლიმატური პირობების დროს, საშტატო იარაღებიდან სროლის უნარ-ჩვევებს დაეუფლნენ. მომდევნო ეტაპზე სამხედროებს სპეციალური სწავლებები გუდაურში ჩაუტარდათ. სამხედროებმა მაღალ მთაში გადაადგილების, დაზარალებულის ძებნა-გადარჩენის, ტექნიკური სრიალის სწავლებები შეისწავლეს. კურსის ფარგლებში, მათ, ასევე, თხილამურებით დაბრკოლებათა ზოლის გადალახვა და თოვლის თავშესაფრის ე.წ. ”იგლუს” მოწყობა განახორციელეს.

შუალედური სამთო მომზადების ზამთრის კურსზე მივლინებულ სამხედრო მოსამსახურეებს უკვე გავლილი აქვთ სამთო მომზადების საბაზისო ზამთრის კურსი.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.79
  • 3.07
  • 0.04
  • 0.68
  • 1.4