ფინეთმა რუსეთის მიერ სირიაში გაგზავნილი სამხედრო ტვირთი დააკავა

პარასკევი, 15 თებერვალი, 2013 - 19:45

ფინეთმა დაიწყო გამოძიება სატრანზიტო სამხედრო ტვირთის სირიისთვის მიწოდების საქმეზე. Bloomberg-ის ინფორმაციით, რომელიც ჰელსინკის საბაჟოზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, ტვირთმზიდ Finnsan-ის ბორტზე აღმოჩენილია ტანკების ნაწილები.

 ხომალდი ფინეთის სასაზღვრო პოლიციამ ერთი თვის წინ დააკავა.

წინასწარი ინფორმაციით, ფინეთის ხელისუფლებას ეჭვი აქვს, რომ ტვირთი რუსეთიდან გაიგზავნა, ფინეთის საბაჟო სამსახურის საგამოძიებო სამსახური კი ადასტურებს, რომ გემი ჰელსინკში პეტერბურგიდან ჩავიდა.

ოფიციალურად Finnsan ეკუთვნის ფინეთის გადაზიდვების კომპანია Finnlines-ს, რომელიც ახორციელებს სატრანსპორტო გადაზიდვებს ჩრდილოეთ ევროპაში. ტვირთვის გადაზიდვის შესახებ ეკიპაჟს ნებართვა არ მიუღია. ფინეთის ხელისუფლებამ ტვირთი დააკავა, ხოლო  ხომალდის კაპიტანი  და ეკიპაჟის წევრები, ყველა მათგანი ფინეთის მოქალაქეები არიან, დაკითხა.

ფინეთის საბაჟო სამსახურის განცხადებით, ტვირთის წარმომავლობის გარკვევის შესახებ დახმარება სხვა ქვეყნებსაც სთხოვეს, ხოლო რუსეთის ხელისუფლება ინფორმირებულია აღნიშნულის შესახებ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.39