გიგი უგულავას დაკითხვაზე ხვალ იძულების წესით მიიყვანენ

პარასკევი, 15 თებერვალი, 2013 - 18:14

თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის შუამდგომლობა მოწმის სახით გიგი უგულავას საქართველოს შსს თბილისის სამმართველოს დეტექტივების განყოფილებაში იძულებით მიყვანის თობაზე.

ქალაქის მერს დაკითხვაზე იძულების წესით 16 თებერვალს, 15:00 სათამდე მიიყვანენ. ამ თემაზე საქალაქო სასამართლოში საგანგებო ბრიფინგი რამდენიმე წუთის წინ გაიმართა.

როგორც საქალაქო სასამართლოს სპიკერ მოსამართლემ, ეკა არეშიძემ განაცხადა, შუამდგომლობის თნახმად გიგი უგულავა მოწმის სახით დაკითხვის მიზნით ორჯერ იქნა გამოძახებული საგამოძიებო ორგანოში, როლმის შესახებაც მას ეცნობა კანონით დადაგენილ წესით, თუმცა იგი არ გამოცხადდა საგამოძიებო ორგანოში და არც მიზეზი აცნობა სასამართლოს. შესაბამისად სასამათლომ მიიჩნია რომ სახეზე მოწმის სახით დასაკითხი პირის გიორგი უგულავას, წარმოების ადგილას მოყვანის ყველა პირობა არსებობს.

სასამართლოს ბრძანებით, გიგი უგულავას მიყვანა, გამოძიების წარმოების ადგილას განხორციელდება 2013 წლის 16 თებერვალს 15:00 საათზე. ბრძანების თანახმად დადაგენილების აღსრულება დაევალა შსს თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებს.

საქალაქო სასამართლოს ძველი თბილიოსის პროკურატურის შუამდგომლობაზე პასუხის გაცემის ვადა დღეს ამოეწურა. პროკურატურა სასამართლოსგან გიგი უგულავას დაკითხვაზე იძულებით მიყვანის ნებართვას ითხოვდა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: Invalid argument supplied for foreach()

Filename: vote/list.php

Line Number: 3

  • 2.49
  • 2.92
  • 3.28
  • 0.04
  • 0.67
  • 1.46
  • A PHP Error was encountered

    Severity: Notice

    Message: Undefined variable: data

    Filename: models/vote_model.php

    Line Number: 34

    ვალუტა

  • პოლიტიკა
  • კულტურა
  • სამართალი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • მეცნიერება
  • ანალიტიკა
  • თავდაცვა
  • კონფლიქტები
  • ჯანდაცვა
  • განათლება
  • თბილისი
  • რეგიონები
  • უცხოეთის სიახლეები
  • ტექნოლოგიები
  • საინტერესო
  • ეკონომიკა
  • პრესკლუბი
  • სოციალური ქსელი