დავით ნარმანიამ და ევროსაბჭოს გენერალური მდივნის მოადგილემ საქართველოში დაგეგმილი თვითმმართველობის რეფორმის შესახებ ისაუბრეს

პარასკევი, 15 თებერვალი, 2013 - 18:09

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში მინისტრი დავით ნარმანია ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილეს, ქალბატონ გაბრიელა ბატაინი-დრაგონის შეხვდა.

შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში დაგეგმილი თვითმმართველობის რეფორმასთან დაკავშირებული საკითხები. როგორც შეხვედრისას მინისტრმა დავით ნარმანიამ განაცხადა, საქართველოს მთავრობის პროგრამის - „ძლიერი, დემოკრატიული და ერთიანი საქართველოსთვის“ - შესაბამისად, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა უნდა გახორციელდეს. „რეფორმის მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია. პროცესში ჩართულია როგორც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ისე საქართველოს პარლამენტის თვითმმართველობისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. მიმდინარე წლის საგაზაფხულო სესიაზე საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად წარედგინება საკანონმდებლო ინიციატივათა პაკეტი, რათა 2014 წლის ადგილობრივი არჩევნებისთვის მოესწროს რეფორმის სრულფასოვანი გახორციელება“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

შეხვედრაზე ევროსაბჭოს დელეგაციამ მიიღო დეტალური ინფორმაცია თვითმმართველობის რეფორმის კუთხით მიმდინარე სამუშოების შესახებ და დასახეს ამ მიმართულებით ევროსაბჭოსთან სამომავლო თანამშრომლობის გეგმები.

„შეხვედრაზე ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის შესახებ ვისაუბრეთ, რომელიც ამჟამად საქართველოში მიმდინარეობს. აღნიშნული რეფორმა მეტად მნიშვნელოვანია ადგილობრივი თვითმმართველობების გაძლიერების თვალსაზრისით და ევროსაბჭო მზად არის, მხარდაჭერა აღმოუჩინოს საქართველოს მის გახორციელებაში. ასევე, ვისაუბრეთ 2014 წელს საქართველოში დაგეგმილ ადგილობრივ არჩევნებზე და მის სამართლიანად და დემოკრატიულად ჩატარებაზე. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს სწრაფვას დემოკრატიისაკენ და მზად ვართ, მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ თქვენს ქვეყანას ამ პრინციპების დაცვის საქმეში“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილემ გაბრიელა ბატაინი-დრაგონიმ.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი, ევროპის საბჭოს პოლიტიკური დირექტორი ალექსანდრე გიოსელი, ევროპის საბჭოს პროგრამების დირექტორი ვერენა ტეილორი და ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი კატერინა ბოლონეზე.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გიჟია , ხალხო, რას აპიარებთ? - კობა დავითაშვილი აჰა, ქოცებო აკომენტირეთ ეს როგორც გინდათ - მიხეილ სააკაშვილი ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.48
  • 2.9
  • 3.31
  • 0.04
  • 0.52
  • 1.46