სახალხო დამცველი ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა

პარასკევი, 15 თებერვალი, 2013 - 17:34

საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილეს გაბრიელა ბატაინი დრაგონის და მის თანმხლებ პირებს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი მომავალ თანამშრომლობას შეეხო. აღინიშნა, რომ ევროსაბჭო მოწადინებულია გააგრძელოს და კიდევ უფრო გააღრმავოს ურთიერთობა, რომელიც წლებია გრძელდება ევროსაბჭოსა და სახალხო დამცველის აპარატს შორის.

სახალხო დამცველმა სტუმარს აპარატის პრიორიტეტები გააცნო. აღნიშნა, რომ კვლავ აქტუალურია პრევენციის ეროვნული მექანიზმის მუშაობა და მისი გაძლიერების მიზნით, ჯგუფს სხვადასხვა დარგის ექსპერტები შეემატებიან.

ოფისი ასევე, გაააქტიურებს მუშაობას სოციალურ-ეკონომიკური უფლებებისა და შრომითი უფლებების დაცვის კუთხით. ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილე დაინტერესდა სახალხო დამცველის აპარატში გენდერული თანასწორობის ცენტრის ამუშავებით. ქალბატონმა დრაგონმა მოიწონა რეგიონული წარმომადგენლობების გაძლიერების გეგმა, რაც ოფისის დეცენტრალიზაციას შეუწყობს ხელს.

შეხვედრაზე კონფლიქტურ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე ისაუბრეს. ამ ეტაპზე, სახალხო დამცველი კონფლიქტური ტერიტორიების მოსაზღვრე ზუგდიდისა და გორის რაიონებში არსებულ მდგომარეობას სწავლობს. შემდგომში კი, აპირებს აქტიურად ჩაერთოს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დიალოგის პროცესში.

აღსანიშნავია, რომ ევროსაბჭო 2008 წლიდან უწევს დახმარებას სახალხო დამცველის აპარატს დევნილთა უფლებების დაცვის მონიტორინგის საქმეში. ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილემ განაცხადა, რომ დაინტერესებულია შემდგომი თანამშრომლობით, რათა კიდევ უფრო მეტი გაკეთდეს ამ მიმართულებით.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ტყუპების შემდეგ კიდევ ერთი შვილი - ირინა სარიშვილის ემოციური პოსტი სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41