26 მაისს პოლიციელის მკვლელობასთან დაკავშირებით ისეთი ფაქტები ამოტივტივდება, რომელიც ყველას შოკში ჩააგდებს - ნინო ბურჯანაძე

პარასკევი, 15 თებერვალი, 2013 - 17:19

"დემოკრატიული საქართველოს" ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, 8 თებერვალს მომხდარი ფაქტი 26 მაისთან შედარება ამორალურობაა. მისივე თქმით, 26 მაისს პოლიციელის მკვლელობის ფაქტის გამოძიების შემთხვევაში, საზოგადოება შოკში ჩავარდება.

"8 თებერვლის და 26 მაისის შეადარება ეს ამორალურობის კიდევ ერთი დადასტურებაა. თუმცა, ნებისმიერი ტიპის ძალადობას ყოველთვის ვგმობდით და დავგმობთ. ჩვენ არასოდეს ვიყავით ძალადობის ინიციატორი. "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ლაპარაკობენ მხოლოდ 8 თებერვალზე და ამით უნდათ, რომ გადაფარონ ის დანაშაულებები, რაც წინა ხელისუფლებას აქვს ჩადენილი. ამას ვერ მოახერხებენ. დღეს რომ 26 მაისთან დაკავშირებით ნახევარი სიმართლე მაინც ითქვას, "ნაციონალური მოძრაობის" შუბლზე ძარღვგაწყვეტილ წარმომადგენლებსაც კი გაუჭირდებათ იმ სახის განცხადებების გაკეთება, რასაც ბედავენ. 26 მაისს პოლიციელის მკვლელობასთან დაკავშირებით ამოტივტივდება ისეთი ფაქტები, რომელიც შოკში ჩააგდებს ყველას და რომელიც აჩვენებს, რომ ის ადამიანი იყო წინასწარ განწირული", - განაცხადა ბურჯანაძემ.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.94
  • 3.27
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46