სოზარ სუბარი ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა

პარასკევი, 15 თებერვალი, 2013 - 17:10

საქართველოს სასჯელ-აღსრულების,  პრობაციისა  და  იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი სოზარ სუბარი ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილეს გაბრიელა ბატაინი დრაგონის და მის თანმხლებ პირებს შეხვდა.

შეხვედრაზე მინისტრმა ისაუბრა 2013 წლის 1 ოქტომბრამდე პენიტენციურ სისტემაში არსებულ პრობლემებზე და მათ გადასაჭრელად ახალი ხელისუფლების მიერ მიღებულ ზომებზე. პრობლემათა ჩამონათვალში შედიოდა სასჯელაღსრულების დაწესებულებების გადატვირთულობა, ცუდი პირობები, არაადეკვატური სამედიცინო მომსახურება და ა.შ.

ევროპის საბჭოს წარმომადგენლები დაინტერესდნენ ციხის სკანდალთან დაკავშირებით გამოძიების მიმდინარეობის მსვლელობით, ნარკოდამოკიდებული მსჯავრდებულების რაოდენობით და სამინისტროს კონკრეტული ხედვით აღნიშნულ პრობლემასთან მიმართებით ჯანდაცვის სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ასევე ზოგადად სამინისტროს მოკლევადიანი და გრძელვადიანი სტრატეგიული გეგმით.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა სამინისტროს და ევროპის საბჭოს სხვადასხვა პროგრამებს შორის წარმატებულ თანამშრომლობას და იმედი გამოითქვა თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე და წარმატებულობაზე.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3.11
  • 3.52
  • 0.04
  • 0.67
  • 1.5