დღეს აზერბაიჯანული ხალიჩებისა და გობელენების გამოფენა მოეწყობა

პარასკევი, 15 თებერვალი, 2013 - 13:54

შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის მხარდაჭერითა და ხელშეწყობით, დღეს, 16:00 საათზე, გაიმართება აზერბაიჯანული ხალიჩებისა და გობელენების გამოფენა.

სსიპ მირზა ფათალი ახუნდოვის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმის ორგანიზებით, პროექტი ითვალისწინებს ხელით ნაქსოვი აზერბაიჯანული ტრადიციის შენარჩუნება-განვითარებას, ხალიჩების ტექნოლოგიის შესწავლის მიზნით წრეების შექმნას, სადაც ამ ხელსაქმის მცოდნეები ახალგაზრდებს შეასწავლიან ხელით ნაქსოვი ხალიჩებისა და გობელენების ქსოვას, რაც თავისთავად ხელს შეუწყობს ამ ტრადიციის შენარჩუნებას. წრეებში გაერთიანებული ჯგუფები ეუფლებიან აზერბაიჯანული ხალიჩის ხელით ქსოვის ისტორიას, ძაფის მიღება-შეღებვის ტექნოლოგიას, დაზგა-დანადგარზე მუშაობის სპეციფიკას. ქვემო ქართლის სკოლებში, მოსწავლეები ეცნობიან ქსოვის პროცესს, ქმნიან ორნამენტების ნიმუშებს გობელენის სახით, ამზადბენ ხალიჩებს და გობელენებს.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.93
  • 3.3
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46