სააკაშვილის რეჟიმის დაუსჯელობის გამო, ხელისუფლების რეიტინგი დღითიდღე ეცემა

პარასკევი, 15 თებერვალი, 2013 - 16:38

უფლებადამცველთა გაერთიანების თავმჯდომარის განცხადებით, ბოლო დღეებში საკმაოდ გახშირდა "ნაციონალური მოძრაობის’’ მხრიდან პროვოკაციები ხელისუფლების მიმართ, რასაც ასევე თან ერთვის განცხადებები სისხლის დაღვრასთან და განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების მქონე პირების დევნასთან დაკავშირებით.

გაერთიანების განცხადებით, მოსახლეობაში  უკვე დღითიდღე მატულობს უკმაყოფილება მოქმედი ხელისუფლების მიმართ უკანონოდ გასამართლებულ პირთა საქმეების გადახედვის გაჭიანურების და სააკაშვილის რეჟიმის მიმართ ლოიალური დამოკიდებულების გამო.

"დღეს საზოგადოება მხოლოდ თეატრალიზირებულ დაკითხვებს, ნაციონალების ტანჯულ და რეპრესირებულ ძალად ქცევის პროცესს და ხელისუფლების უნიათო და გაუთვლელ ნაბიჯებს ხედავს", განაცხადა უფლებადამცველთა გაერთიანების თავმჯდომარემ ნიკოლოზ მჟავანაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე. 

მისი განცხადებით, "უფლებადამცველთა გაერთიანება" ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ აფრთხილებდა ბიძინა ივანიშვილს, რომ იმ ძველი დანაშაულებში შემჩნეული კადრებით, რომელიც პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროშია მოკალათებული, პრობლემები შეექმნებოდა. პროკურატურა და შსს ვერ ართმევს დაკისრებულ ფუნქციებს თავს და იღებებს გაუგებარ გადაწყვეტილებებს.

"ის, რაც ეროვნულ ბიბლიოთეკასთან მოხდა, არავინ დავობს, რომ ნაციონალების მოწყობილი პროვოკაცია იყო, რადგან ვიდეოკადრებში კარგად ჩანდა, როგორ აგინებდნენ და იწვევდნენ ხალხს პროვოკაციაზე ნაციონალი დეპუტატები, მაგრამ ხელისუფლებას ყოველივე უნდა გაეთვალისწინებინა და არ უნდა ექცია 8 თებერვალი 1991 წლის 2 სექტემბრის იდენტურ მოვლენად, როცა კინოს სახლთან გამსახურდიას ხელისუფლებასაც მაშინდელმა ოპოზიციამ პროვოკაცია მოუწყო", - განაცხადა მჟავანაძემ.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.93
  • 3.28
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46