ნინო ბურჯანაძე შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას არ გამორიცხავს

პარასკევი, 15 თებერვალი, 2013 - 16:11

 

"დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე არ გამორიცხავს, რომ მისმა პარტიამ შუალედურ არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს, ამის შესახებ განცხადება ნინო ბურჯანაძემ დღეს პოლიტპატიმრებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. 
"შუალედურ არჩევნებში კანდიდატების დასახელება ჯერ ნაადრევია, რადგან დღეს გამოცხადდა არჩევნების დღე. ვიმსჯელებთ ამ საკითხზე, არ გამოვრიცხავ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, რადგან პარტია გადადის სრულიად სხვა რეჟიმზე, რადგან ქვეყანაში სულ სხვა ვითარებაა შექმნილი ვიდრე 1 ოქტომბრამდე იყო და იმედი მაქვს, რომ საარჩევნოდ კიდევ უფრო გაუმჯობესდება. აქედან გამომდინარე ჩვენი პარტია ყველა არჩევნებში ჩაერთვება", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ. 
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, 2013 წლის 27 აპრილს, საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები დაინიშნა.

"დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე არ გამორიცხავს, რომ მისმა პარტიამ შუალედურ არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს, ამის შესახებ განცხადება ნინო ბურჯანაძემ დღეს პოლიტპატიმრებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

"შუალედურ არჩევნებში კანდიდატების დასახელება ჯერ ნაადრევია, რადგან დღეს გამოცხადდა არჩევნების დღე. ვიმსჯელებთ ამ საკითხზე, არ გამოვრიცხავ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, რადგან პარტია გადადის სრულიად სხვა რეჟიმზე, რადგან ქვეყანაში სულ სხვა ვითარებაა შექმნილი, ვიდრე 1 ოქტომბრამდე იყო და იმედი მაქვს, რომ საარჩევნოდ კიდევ უფრო გაუმჯობესდება. აქედან გამომდინარე, ჩვენი პარტია ყველა არჩევნებში ჩაერთვება", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, 2013 წლის 27 აპრილს, საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები დაინიშნა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გიჟია , ხალხო, რას აპიარებთ? - კობა დავითაშვილი აჰა, ქოცებო აკომენტირეთ ეს როგორც გინდათ - მიხეილ სააკაშვილი ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.44
  • 2.88
  • 3.29
  • 0.04
  • 0.55
  • 1.44