სოფლის მეურნეობის პროგრამა კლასიკური მაგალითია იმისა, როგორ შეიძლება დახარჯო მილიონები და მოსახლეობამ სარგებელი ვერ ნახოს - ანდრო ბარნოვი

პარასკევი, 15 თებერვალი, 2013 - 13:08

სამწუხაროდ, სოფლის მეურნეობის პროგრამა ჯერ არ დაწყებულა და უდროოდ და გაუაზრებლად დაანონსებული პროგრამით მოსახლეობა უკვე დაზარალდა, - აცხადებს ქვემო ქართლის გუბერნატორი ვასილ ბარნოვი.

ბარნოვის განცხადებით, საშემოდგომოდ მოხნული მიწის მოსავლიანობა ხარისხითაც და მოცულობითაც გაცილებით ჯობნის გაზაფხულზე მოხნული მიწის მოსავალს. გაზაფხულზე მოხნულ მიწაზე უპირატესად სიმინდი და ბოსტნეული ითესება. მისივე თქმით, უდროოდ გაკეთებული გაუაზრებელი განცხადება მოსახლეობას უბიძგებს მარცვლეულის ნაცვლად ბოსტნეულის დარგვისაკენ, რაც იმას ნიშნავს, რომ რეგიონის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ვერ დათესავს მარცვლეულ კულტურებს, მეორეს მხრივ კი – ვერ მოიყვანს ხარისხიან ბოსტნეულს და იქვე მაგალითად მოჰყავს, რომ შიდა ქართლის რეგიონში შარშან საშემოდგომოდ მოხნული 40%–ის ნაცვლად, წელს მხოლოდ 6% მოიხნა.

ანდრო ბარნოვი სარწყავი არხების გაწმენდასაც შეეხო და აღნიშნავს, რომ შიდა არხების მოწესრიგების გარეშე სარგებელს მხოლოდ მაგისტრალური არხების მიმდებარე მიწების მფლობელები ნახავენ, სხვები კი ცარიელზე რჩებიან.

გუბერნატორი სოფლის მეურნეობის სამინისტროს პოლიტიკას ეჭვქვეშ აყენებს და აცხადებს, რომ პროგრამის მიხედვით, მოიხვნება მხოლოდ ის მიწები, რომელთა ფართობი არ აღემატება 1,25 ჰა–ს. ეს ნიშნავს, რომ უფრო დიდი ფართობების მფლობელებს უჩნდებათ მოტივაცია, რომ დაანაწევრონ საკუთარი მიწები და შედეგად მივიღებთ კიდევ უფრო დაწვრილმანებულ სოფლის მეურნეობას, რაც იმას ნიშნავს, რომ გლეხი რეალურად მოიყვანს საკუთარ საკვებს, არ შეიქმნება დამატებითი სამუშაო ადგილები, არ შეიქმნება ბაზარზე გასატანი დამატებითი პროდუქცია, არ შეიქმნება დამატებითი ღირებულების პროდუქტი და პროგრამის დასრულების შემდეგ საქართველოს სოფლის მეურნეობა იდგება იმავე ნიშნულზე, სადაც იმყოფებოდა პროგრამის დაწყებამდე, საუკეთესო შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება მინიმალური ზრდა, რომელიც ვერანაირად ვერ აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე და მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობაზე.

„ეს პროგრამა, ჩემი აზრით, არის კლასიკური ნიმუში იმისა, თუ როგორ შეიძლება დახარჯო ასეულობით მილიონი ისე, რომ საერთო ჯამში ქვეყანამ და მოსახლეობამ ვერანაირი სარგებელი ვერ ნახოს. არსებობს საფრთხე, რომ ჩავარდნილი პროგრამისა და მოსახლეობის უკმაყოფილების გამო, მთავრობამ ხელის შეწმენდა მოინდომოს სოფლის რწმუნებულებზე, რაც, აქედანვე უნდა ითქვას, რომ იქნება სრული უსამართლობა და სიმართლე კი იქნება იმაში, რომ თავად მთავრობამ ვერ მოახერხა და ვერ გააანალიზა ის მოსალოდნელი შედეგები, რაც ამ გაუაზრებელ პროგრამას აუცილებლად მოყვება“, - განაცხადა ანდრო ბარნოვმა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.8
  • 3.07
  • 0.04
  • 0.68
  • 1.39