ანდრო ბარნოვი ახალ ხელისუფლებას თანამშრომლობას სთავაზობს

პარასკევი, 15 თებერვალი, 2013 - 15:47

შიდა ქართლის გუბერნატორი ანდრო ბარნოვი რამდენიმე დღის წინ თავდაცვის აკადემიაში ახალი რექტორის ზურაბ აგლაძის დანიშნვას გამოეხმაურა და აცხადებს, რომ ამ საკადრო გადაწყვეტილებით აკადემია საიმედო ხელში აღმოჩნდა.

ბარნოვის განცხადებით, ქვეყნის თავდაცვა და უსაფრთხოება ის საკითხებია, სადაც აზრთა რადიკალური სხვადასხვაობა შეუძლებელია და ეს არ შეიძლება იყოს პოლიტიკური კინკლაობის თემა.

„მზად ვარ, ჩემი ყველა საერთაშორისო კონტაქტი, საკადრო რესურსი, ცოდნა და გამოცდილება მთლიანად გავუზიარო აკადემიის ახალ ხელმძღვანელობას და მწამს, რომ ეს შეიძლება გამოდგეს საუკეთესო მაგალითად იმისათვის, თუ როგორ არის შესაძლებელი არა მარტო თანაარსებობა, არამედ – რეალური თანამშრომლობა მაშინ, როდესაც საქმე ქვეყნისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხებს შეეხება“, - აცხადებს შიდა ქართლის გუბერნატორი.

ბარნოვი, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, დღევანდელ ხელისუფლებას ყველა სფეროში დიალოგსა და თანამშრომლობას სთავაზობს და პოლიტიკურ ოპონენტებსა და საზოგადოებას მოუწოდებს, რომ აწმყოსა და მომავალზე ილაპარაკონ, იმსჯელონ განვითარების გეგმებზე და უზრუნველყონ საზოგადოებრივი კონსენსუსი.

„მივმართავ ჩვენს პოლიტიკურ ოპონენტებს: დიახ, თქვენ ხართ ნაციონალური მოძრაობის ნაწილი, ისევე როგორც ჩვენ ვართ ქართული ოცნების ნაწილი. ჩვენ ვართ ერთი ხალხი და გვაქვს ერთი მიზანი, საერთო რესურსები და საერთო ამოცანები. ჩვენ არ უნდა გამოვეკიდოთ შურისგებას და არ უნდა მივცეთ გასაქანი რევანშიზმს, უნდა დავასრულოთ ლაპარაკი იმაზე, რომ ვიღაც, სადღაც და ოდესღაც ასევე ცუდად მოიქცა. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ უნდა დავიცვათ კანონის უზენაესობა და უდანაშაულობის პრეზუმპცია, უნდა დავიცვათ დემოკრატიულ სახელმწიფოებში არსებული ელემენტარული სტანდარტები. ამიტომ, უნდა ვილაპარაკოთ არა წარსულზე, არამედ – დღევანდელ დღეზე და მომავალზე, რადგან სწორედ ეს არის განვითარების გზა“, - აცხადებს ბარნოვი.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3
  • 3.41
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5