"ნაციონალური მოძრაობა" შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

პარასკევი, 15 თებერვალი, 2013 - 15:39

საპარლამენტო უმცირესობის წევრის გიგი წერეთელის განცხადებით, ნაძალადევში, ბაღდათსა და სამტრედიაში შუალედურ არჩევნებში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობაც" მიიღებს მონაწილეობას, თუმცა მათ ჯერჯერობით კანდიდატები არ ჰყავთ შერჩეული.

"ნაციონალური მოძრაობა მიიღებს მონაწილეობას იმ არჩვენებში, რომელიც დაგაგემილია რამდენიმე ოლქში და საერთოდ ყველა არჩვენებში. რაც შეეხება კონკრეტულად კანდიდატებს, ჯერჯერობით არ შევთამხმებულვართ, ეს პროცესი დაიწყება ძალიან მალე და, ბუნებრივია, საზოგადოებას კანონით დადგენილ ვადებში ეცოდინება ყველა ინფორმაცია", - განაცხადა წერეთელმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, 2013 წლის 27 აპრილს, საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები დაინიშნა. 27 აპრილს არჩევნები ნაძალადევის, ბაღდათისა და სამტრედიის საარჩევნო ოლქებში შედგება.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.56
  • 3.03
  • 3.44
  • 0.04
  • 0.67
  • 1.51