გიგი უგულავა შინაგან საქმეთა მინისტრის დაკითხვას მოითხოვს

პარასკევი, 15 თებერვალი, 2013 - 15:17

თბილისის მერი გიგი უგულავა ეროვნულ ბიბლიოთეკასთან 8 თებერვალს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა მინისტრის ირაკლი ღაიბაშვილის დაკითხვას მოითხოვს.

"ვითხოვ დაიკითხოს თვითონ ირაკლი ღარიბაშვილი და ყველა ის ადამიანი, ვისაც წესრიგის დაცვა ევალებოდა. გამოძიებამ ასევე უნდა გამოავლინოს, ვის ეჩურჩულებოდა ნანა კაკაბაძე და ვისგან იღებდა ინსტრუქციებს", - განაცხადა უგულავამ ჟურნალისტებთან საუბარში.

ასვე ქალქის მერმა ღარიბაშვილი პოლიციის ღირსების შელახვაშიც დაადანაშაულა, მისი განცხადებით, მინისტრმა სამართალდამცავებს უმოქმედობისკენ უბიძგა.

"მიმაჩნია, რომ ამით მან, პირველ რიგში, პოლიციელის ღირსება შელახა, როცა დანაშაულებრივი უმოქმედობისკენ უბიძგა მათ და თუ პოლიციელის მუნდირს და ღირსებას იცავს მინისტრი, ეს უპირველესად უნდა გაკეთდეს იმით, რომ მისცეს მათ საშუალება კანონის შესაბამისად იმოქმედოს. ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება მოხდეს, ესაა საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების დაპირისპირება, სადაც პოლიცია არ ჩაერევა და არ დაამყარებს წესრიგს. იმ დღეს რაც მოხდა, ნიშანდობლივია სხვა რამის გამოც, ხვალ სხვა 200 ადამიანი შეიკრიბება ივანიშვილის სახლთან და მოითხოვს ანალოგიურად, ზეგ პეტრესთან მივლენ, მაზეგ პავლესთან და შეიძლება ქვეყანაში მივიღოთ ქაოსი. იმისთვის რომ აღიკვეთოს ქაოსი, ყველამ უნდა დაიცვას წესი და არ უნდა შეეცადოს არავინ თავისი უმოქმედობა გადააბრალოს სხვას", - აღნიშნა უგულავამ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერი გიგი უგულავა შინაგან საქმეთა სამინისტროს არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, მოწმის სტატუსით დაკითხვაზე არ გამოცხადდა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3
  • 3.41
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5