New York Times- გივი თარგამაძის მიმართ რუსეთში დაწყებულ ძიებას ეხმიანება

პარასკევი, 15 თებერვალი, 2013 - 14:22

რუსეთი ცდილობს ქართველი პოლიტიკოსის დაპატიმრებას - ამ სათაურით სტატიას ამერიკული "ნიუ იორკ ტაიმსი" აქვეყნებს. როგორც სტატიაშია ნათქვამი, რუსეთის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ დიდი ანტისახელმწიფოებრივი საპროტესტო აქციები, რომელიც რუსეთში მიმდინარეობდა, უცხო ძალების მიერ იყო მართული.

როგორც გამოცემაშია აღნიშნული, თარგამაძე, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მთავრობის დიდი ხნის ლეიტენანტი, პირველი არარუსეთის მოქალაქეა, რომელიც სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა. სტატიის მიხედვით, შეხვედრა,  რომელიც ფარულ კამერაზეა ასახული და რომელსაც რუსული მედია ავრცელებს,  თარგამაძე უარყოფს და აცხადებს, რომ ასეთ შეხვედრას არ ჰქონდა ადგილი და რომ კადრები საპროკურორო საგამოძიებო კომიტეტის და უშიშროების ფედერალური სამსახურის, ან FSB, მემკვიდრე სუკ-ის მიერ იყო წარმოებული.

სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სპიკერმა საქართველოს გენერალურ პროკურორს განუცხადა, რომ საქართველოს არ შეუძლია თარგამაძის რუსეთში ექსტრადიცია, ვინაიდან ეს არღვევს მის კონსტიტუციურ უფლებებს.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.93
  • 3.28
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46