ზაქარია ხუნძაყიშვილმა ქუთაისსა და სამტრედიაში გზების მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა

პარასკევი, 15 თებერვალი, 2013 - 14:58

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ზაქარია ხუნძაყიშვილმა ქუთაისის შემოვლითი გზისა და ქუთაისის შემოვლითი გზა-სამტრედიის სამშენებლო მონაკვეთებზე სამუშაოების მიმდინარეობა დაათვალიერა.

ქუთაისის შემოვლითი გზა-სამტრედიის მონაკვეთზე, რომლის სიგრძე 25.7 კმ-ია,  გზის კმ0-კმ8-ზე და კმ14-კმ18-ზე საგზაო სამოსის საფუძვლის მოწყობის (მიწის ყრილის მოწყობა და დატკეპნა) სამუშაოები მიმდინარეობს. პარალელურად, მიმდინარეობს გზის კუთვნილი ხელოვნური ნაგებობების – ოთხკუთხა წყალგამტარი რკინაბეტონის მილების მშენებლობა. ამდროისათვის, დასრულებულია 4 წყალგამტარი მილის მოწყობა, ხოლო 4 მილზე მიმდინარეობს სხვადასხვა სახის სამშენებლო სამუშაოები.

ხოლო ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებლობის 4 კმ-იან მონაკვეთზე (კმ13.1-კმ17.3) ბეტონის საფარის მოწყობა დასრულებულია და სამუშაოების ბოლო ეტაპი მიმდინარეობს. 

პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს მდ. რიონსა და მდ. ჭიშურაზე ხიდების მშენებლობის სამუშაოები. ამდროისათვის, მდ. რიონზე დასრულებულია რკ/ბეტონის 160 ხიმინჯის, ხოლო მდ. ჭიშურაზე 16 ხიმინჯის ბურღვისა და მოწყობის სამუშაოები. დაიწყო ქუთაისი-გეგუთის გზაგამტარის მშენებლობა, სადაც მიმდინარეობს ბურღვისა და რკინაბეტონის ხიმინჯების მოწყობის სამუშაოები.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.44
  • 2.84
  • 3.18
  • 0.04
  • 0.51
  • 1.44