ციხეში პატიმრების წამების ფაქტები კვლავ გამოუძიებელია - კახა კუკავა

პარასკევი, 15 თებერვალი, 2013 - 14:43

პარტია "თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა ციხის სკანდალური კადრების ავტორის ვლადიმერ ბედუკაძის მიმართ წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში დადანაშაულებას ეხმაურება.

"რუსთავი 2“-ის ეთერით გადაიცა კიდევ ერთი ბრალდება ვლადიმერ ბედუკაძის მიმართ. სიუჟეტის გმირი, როგორც ტელეკომპანია ირწმუნება, არის ყოფილი პატიმარი, რომელიც ციხის ცნობილი კადრების ავტორს წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებს. ცხადია, „რუსთავი 2“-ის, როგორც ვანო მერაბიშვილის მიერ კონტროლირებადი ტელევიზიის ეთერით გასული სიუჟეტი, დამსახურებულად სარგებლობს საზოგადოების დაბალი ნდობით", - აცხადებს კახა კუკავა.

პარტიის ლიდერის განცხადებით, ციხეში ადამიანთა წამების ფაქტები კვლავ არ არის გამოძებული და ეს საკითხი კვლავაც აქტუალურია საზოგადოებაში და სამწუხაროს უწოდებს იმ გარემოებას, რომ შეფერხებები გამოძიების პროცესში, ტენდენციად იქცა და ეს იუსტიციის სამინისტროს პასუხისმგებლობის საკითხს წარმოადგენს.

„თავისუფალი საქართველოსთვის“ მიუღებელია, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში ტენდეციად იქცა პასუხისმგებლობის მოხსნა იმ ადამიანების ბედზე, რომელთაც გარკვეული დამსახურება მიუძღვით 1 ოქტომბრის მოვლენებში. მივიჩნევთ, რომ პროკურატურამ უნდა უზრუნველყოს ციხეში ადამიანების წამების ფაქტების დროული გამოძიება. ასევე საზოგადოებისთვის უნდა გახდეს ცნობილი ის გარემოებები, რომელთა მეშვეობითაც მოხდა კადრების გადაღება და გავრცელება", - აცხადებს კუკავა.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.92
  • 3.28
  • 0.04
  • 0.67
  • 1.46