თავდაცვის მინისტრმა თურქ კოლეგასთან სამომავლო გეგმებსა და ერთობლივ პროექტებზე ისაუბრა

პარასკევი, 15 თებერვალი, 2013 - 14:32

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფება. დელეგაციის შემადგენლობაში ასევე არიან გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ვახტანგ კაპანაძე და თავდაცვის უწყების წარმომადგენლები.

ირაკლი ალასანიამ უკვე გამართა შეხვედრა თურქეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრთან ისმეთ ილმაზისთან. კოლეგებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები და სამომავლო გეგმები განიხილეს. მხარეები ასევე, საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტს - ნატო-ში ინტეგრაციის საკითხს შეეხნენ. როგორც საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, ქვეყანა რჩება ევროატლანტიკური უსაფრთხოების ერთგული, რაც ქართველი სამხედროების ავღანეთში, ISAF-ის მისიაში მონაწილეობითაც დასტურდება. თურქულ მხარესთან პოსტ-ISAF-ის პერიოდში საქართველოს მონაწილეობის საკითხიც განიხილეს.

ირაკლი ალასანიამ თურქ კოლეგას საქართველოს თავდაცვის სფეროში დაგეგმილი რეფორმები გააცნო. ქართული დელეგაციის წევრებმა თურქულ მხარეს პოლიტიკური მხარდაჭერისთვის და საქართველოს შეიარაღებული ძალების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადეს.

“განვიხილეთ საქართველოსა და თურქეთს შორის სამხედრო თანამშრომლობის სპექტრი. მადლობა გადავუხადე თურქეთის თავდაცვის მინისტრს იმ 20 წლიანი დიდი მხარდაჭერისთვის, რასაც იჩენდა და მომავალშიც გამოიჩენს თურქული მხარე ქართული თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების საქმეში. ვისაუბრეთ ჩვენს საერთო მისწრაფებაზე, ჩვენი საერთო მისია ავღანეთში დავასრულოთ შედეგიანად. ასევე, ვისაუბრეთ თურქეთის მხრიდან ნატო-ში საქართველოს გაწევრიანების დიდ მხარდაჭერაზე. შევეხეთ ჩვენი სამხედრო თანამშრომლობის ისეთ ასპექტებს, როგორიც არის ლოგისტიკა, ასევე, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული შესაძლო ერთობლივი პროექტები. თურქეთის მხარეს დიდი წვლილი შეაქვს საქართველოს სამხედრო მოსამსახურეების განათლებაში” - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ბიძინა ივანიშვილთან და მთავრობის სხვა წევრებთან ერთად თურქეთის პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან, ასევე, მილი მეჯლისის თავმჯდომარესთან გამართულ შეხვედრასაც დაესწრო.

ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ალასანია თურქეთის გენერალური შტაბის უფროსს, არმიის გენერალ ნეჯდეთ ოზელს და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს ოღუზ ქაღან ქოქსალს შეხვდება.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41