ყოფილი პოლიტპატიმრები არჩილ კბილაშვილს ხვდებიან

პარასკევი, 15 თებერვალი, 2013 - 13:43

საქართველოს მთავარ პროკურორის არჩილ კბილაშვილს და ყოფილი პოლიტპატიმრების შეხვედრა დაიწყო. შეხვედრას ესწრებიან უფლებადამცველები ნანა კაკაბაძე და ლევან ჩიტაძე. როგორც შეხვედრის დაწყებამდე ორგანიზაციის „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის" - ლიდერმა ნანა კაკაბაძემ განაცხადა, უნდა დაისაჯოს ყველა ის პირი, რომელმაც ატეხა ჩხუბი და დაგეგმა პროვოკაცია.

„მოვითხოვთ, გამოიძიონ ეროვნულ ბიბლიოთეკასთან მომხდარი ინციდენტი და დაისაჯონ ის პირები, რომელთაც დებოში ატეხეს. ამასთან, მოვითხოვთ, დაისაჯონ პროვოკაციის დამგეგმავებიც. ჩვენს წარმომადგენლებს შორის ინციდენტის დროს ხალხი დაშავდა და ნაცვლად იმისა, რომ პროვოკატორებმა პასუხი აგონ მომხდარზე, მათ აქეთ დაგვწამეს ცილი" - განაცხადა ნანა კაკაბაძემ.

ყოფილი პოლიტპატიმრები არჩილ კბილაშვილს პირადად გააცნობენ იმ განცხადების შინაარსს, რომელიც მათ ცოტა ხნის წინ მთავარ პროკურატურაში შეიტანეს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3
  • 3.41
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5