პარლამენტის თავმჯდომარეს ნაციონალების მიერ მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებები მისაღებად მიაჩნია

პარასკევი, 15 თებერვალი, 2013 - 12:34

პარლამენტის  თავმჯდომარემ  დავით  უსუფაშვილმა  დაადასტურა,  რომ მოლაპარაკების მაგიდასთან ის ახალი შეთავაზება განიხილება, რომელზეც პრემიერმა თურქეთში ვიზიტისას კომენტარი გააკეთა.

"ვადასტურებ რომ ამ წუთში მიმდინარეობს საუბრები, ხომ არ შევიყვანოთ ძალაში კონსტიტუციის ის ცვლილებები, რომელიც 2010 წელს თავად ნაციონალურმა მოძრაობამ შეიმუშავა და მიიღო პარლამენტმა, მაგრამ ეს ცვლილებები ელოდება მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებს და მხოლოდ მას შემდეგ შედის ძლაში. ამ ცვლილების შედეგად მნიშვნელოვნად მცირდება პრეზიდენტის და იზრდება პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილებები და ბალანსდება მთავრობასა და პრეზიდენტს შორის ურთიერთობები", -განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

ბიძინა ივანიშვილმა თურქეთში ვიზიტისას განაცხადა,  რომ შეთანხმების მიღწევა აუცილებელია და მზადყოფნა გამოთქვა, საჭიროების შემთხვევაში მოლაპარაკებებში თავადაც ჩაერთოს.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.63
  • 3.09
  • 3.5
  • 0.04
  • 0.69
  • 1.55