შონზომ ნაციონალური მოძრაობა დატოვა

პარასკევი, 15 თებერვალი, 2013 - 12:58

თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალურ მოძრაობა" კიდევ ერთმა წევრმა - ზურაბ გაჩეჩილაძემ, იგივე შონზომ დატოვა. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ფრაქცია "თავისუფლებას" თავმჯდომარემ ირაკლი შიხიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება ზურა გაჩეჩილაძემ დამოუკიდებლად მიიღო და უკვე შეუერთდა ფრაქცია "თავისუფლებას".

შიხიაშვილი განცხადებით, "ნაციონალური მოძარობის" რღვევა გრძელდება და გაგრძელდება, ვიდრე ხალხი არ მიიღებს იმას, რის გამოც გააკეთა არჩევანი.

"ხალხს უნდა სამართლიანი, დაბალანსებული ხელისუფლება ქალაქში. აქედან გამომდინარე, ყველა გონიერი, ღირსეული ადამიანი, ვისაც პასუხისმგებლობა აქვს საკუთარი ამომრჩევლის წინაშე, გაემიჯნება "ნაციონალურ მოძრაობას" და უახლოეს მომავალში დატოვებს მათ რიგებს", - განაცახდა ირაკლი შიხიაშვილმა.

რაც შეეხება კითხვას, თავად ზურა გაჩეჩილაძემ რატომ არ გააკეთა ეს განცხადება, შიხიაშვილის ინფორმაციით, ის თბილისში არ იმყოფება, ერთ კვირაში ჩამოვა თბილისში და თვითონ გამოეხმაურება ამ ფაქტს.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.93
  • 3.3
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46