დღეს მართლმადიდებელი ეკლესია მირქმა-მიგებების დღესასწაულს აღნიშნავს

პარასკევი, 15 თებერვალი, 2013 - 12:08

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს მირქმის დღესასწაულს აღნიშნავს. საზეიმო წირვა სამების საკათედრო ტაძარში აღევლინება. მირქმა - ღვთისადმი მიგებების დღესასწაული უფლის თორმეტ დღესასწაულთა შორის ერთ-ერთი უდიდესია. სახარების მიხედვით, ამ დღეს ყრმა იესო ღვთისმშობელმა მარიამმა და მართალმა იოსებმა ტაძრად მიიყვანეს, წმინდა სვიმონმა კი იცნო მაცხოვარი და მკლავზე მიირქვა.

მირქმა ქრისტიანული ეკლესიის ერთ-ერთი უძველესი დღესასწაულია. იგი VI საუკუნემდე გამორჩეული ზეიმით არ აღინიშნებოდა. 528 წელს, იმპერატორ იუსტინიანეს (527-565) დროს, ანტიოქიას თავს დაატყდა საშინელი მიწისძვრა, რომელსაც მრავალი ადამიანი ემსხვერპლა. ერთ უბედურებას მეორე დაერთო – შავი ჭირის ეპიდემია: ყოველდღე რამდენიმე ათასი კაცი იხოცებოდა. ამ განსაცდელის ჟამს ერთ კეთილმსახურ ქრისტიანს ზეგარდმო ეუწყა, რომ მირქმის დღესასწაული უფრო საზეიმოდ აღენიშნათ, და, როცა ამ დღეს ღამისთევის ლოცვები და ლიტანიობა აღასრულეს,ბიზანტიაში უბედურებათა წყება შეწყდა. ღვთისადმი მადლიერების ნიშნად, 544 წელს, ეკლესიამ განაჩინა, მირქმა (მიგებება) უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი უფრო საზეიმოდ აღენიშნათ.

მირქმის დღესასწაულთან დაკავშირებით დღეს მარხვა თევზით ხსნილია.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.45
  • 2.87
  • 3.24
  • 0.04
  • 0.51
  • 1.44