შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელი ხაზი დღეიდან ამოქმედდა

პარასკევი, 15 თებერვალი, 2013 - 10:46

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელი ხაზი - „126" დღეიდან ამოქმედდა. სამართალ-დამცველების მიერ კანონდარღვევის შემთხვევაში, ნებისმიერ მოქალაქეს შესაძლებლობა ექნება ცხელ ხაზზე გენერალურ ინსპექციას აცნობოს. ცხელი ხაზი - „126" 24 საათის განმავლობაში იფუნქციონირებს.

შსს-ს გენერალური ინსპექცია უზრუნველყოფს სამინისტროს სისტემაში ეთიკის, დისციპლინური ნორმების დარღვევის, სამსახურებრივი მოვალეობების არასათანადო შესრულებისა და მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტების გამოვლენასა და სათანადო რეაგირებას.

გენერალური ინსპექციის საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებებია: შსს-ს თანამშრომელთა მიერ მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების, პიროვნების თავისუფლების და კანონიერი ინტერესების შელახვის, კანონსაწინააღმდეგო ქმედებათა, სამსახურებრივ და სხვა გადაცდომათა გამოვლენა, აღკვეთა, პრევენცია და მათზე სათანადო სამართლებრივი რეაგირება; სამინისტროს თანამშრომელთა მიერ სამართალდარღვევის ფაქტებზე სამსახურებრივი შემოწმების, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და წინასწარი გამოძიების განხორციელება.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.93
  • 3.28
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46