გივი თარგამაძეს ქართული მხარე რუსეთს არ გადასცემს

პარასკევი, 15 თებერვალი, 2013 - 10:27

საქართველოს მთავარ პროკურატურისთვის  რუსულ  მხარეს  გივი  თარგამაძის ექსტრადიციის თხოვნით არ მიუმართავს. რუსეთის პროკურატურას არც სისხლის სამართლის საქმის მასალები გადმოუგზავნია.

საქართველოს გენერალური პროკურატურაში განმარტავენ, რომ თარგამაძის რუსეთისთვის გადაცემა ვერ მოხდება, რადგან საქართველოს კონსტიტუცია ქვეყნის მოქალაქის ექსტრადიციას კრძალავს. მთავარი პროკურატურა მზადაა რუსეთის მხარესთან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ითანამშრომლოს.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა გივი თარგამაძე რუსეთის ტერიტორიაზე მასობრივი არეულობის ორგანიზებაში ბრალდებულად ცნო და მასზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა. გამოძიების ვერსიით, რუსი ოპოზიციონერები სერგეი უდალცოვი, ლეონიდ რაზვოზჟაევი და კონსტანტინე ლებედევი გივი თარგამაძეს არეულობის დაფინანსებაზე 2012 წლის ივნისში შეუთანხმდნენ.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3.11
  • 3.52
  • 0.04
  • 0.67
  • 1.5