მედიაგაერთიანება ”იმერეთი” შვედი ევროპარლამენტარის განცხადებას აპროტესტებს

ხუთშაბათი, 14 თებერვალი, 2013 - 19:54

არასამეწარმეო (არაკომერციული) რეგიონალური მედიაგაერთიანება ”იმერეთი” პროტესტს გამოთქვამს  "ევროპის ხალხთა პარტიის" ჯგუფის (EPP) ვიცე-თავმჯდომარის, შვედი ევროპარლამენტარის გუნარ ჰოკმარკის განცხადების გამო, რომელშიც ის საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. "ჯეონიუსი" მედიაგაერთიანების მიერ გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"აღმაშფოთებელია, როდესაც ისეთი კულტურის და ტრადიციების მქონე ქვეყანის, როგორიც საქართველოა, ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას ბავშვივით ტუქსავენ და უხეშად ერევიან ქვეყნის საშინაო საქმეებში. აღმაშფოთებელია, რომ ქართველ ხალხს არ ეძლევა საშუალება გამოხატოს თავისი ნება: დაამყაროს სამართლიანობა და პასუხისგებაში მისცეს პირები, რომელთაც არა მარტო დაკარგეს ქვეყნის ტერიტორიების 20% არამედ ჩადენილი აქვთ სისხლის სამართლის დანაშაულობები, მათ შორის მკვლელობა თუ მისი ხელშეწყობა ან დაფარვა, რომლის ერთი ფაქტიც - გირგვლიანის მკვლელობა თვით ევროსასამართლოს მიერაა დადასტურებული.

აღმაშფოთებელია, როდესაც საქართველოში ჩამოსული უცხო ქვეყნების დიპლომატიური მისიის წარმომადგენლები თავს უფლებას აძლევენ ბავშვივით აშანტაჟონ საქართველოს ხალხის მიერ ყოველგვარი გაყალბების გარეშე არჩეული ხელისუფლება, გააკრიტიკონ მისი საშინაო თუ საგარეო კურსი.

აღმაშფოთებელია მათი მცდელობა წარმოაჩინონ 8 თებერვალს ნაციონალური მოძრაობის ლიდერებისგან პროვოცირებული შეხლა-შემოხლა თუ ცალკეული დაპირისპირების ფაქტები, როგორც მათზე ანგარისსწორება. ამ შემთხვევაში როგორც მინიმუმ მიკერძოების ორ ფაქტს აქვს ადგილი: 1. გავრცელებულ ვიდეორგოლებში კარგად ჩანს ნაცმოძრაობის წევრთა მიერ ჩადენილი ძალადობის ფაქტები. 2. არ აინტერესებთ და არ ითვალისწინებენ იმ პირთა ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, რომელთაც თავიანთ თავზე გამოსცადეს სააკაშვილის ”ევროპული დონის” ციხეების სიკეთეები და სამართლიანობის აღდგენის ნაცვლად, გარედან თავსმოხვეული ”კოჰაბიტაციის” (დიახ კოჰაბიტაციის და არა თანაცხოვრების) პირობებში თავიანთი მწვალებლების მხრიდან მობოდიშების ნაცვლად ისევ ცილისწამება ცინიზმი და აგრესია იწვნიეს.

აღმაშფოთებელია, რომ ის პირები, რომლებიც წლების განმავლობაში არ ამჩნევდნენ სააკაშვილის რეჟიმის დანაშაულობებს მასობრივი აქციების დარბევის დროს (მარტო 2011 წლის 26 მაისი რად ღირს) დღეს გვაშანტაჟებენ ”აღმოსავლეთის სამეზობლო პოლიტიკის” ფარგლებში ზემოქმედებით.

მიგვაჩნია, რომ "ევროპის ხალხთა პარტიის" ჯგუფის (EPP) ვიცე-თავმჯდომარის, შვედი ევროპარლამენტარის გუნარ ჰოკმარკის განცხადება თავისი ტენდენციურობით არის საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევა, რასთან დაკავშირებით ვთხოვთ საგარეო საქმეთა სამინისტროს და პირადად საგარეო საქმეთა მინისტრს ნუ გაიტრუნებიან დატუქსული ბავშვივით და გააკეთონ შესაბამისი განცხადება, რათა შემდგომში არც ერთ არაკეთილსინდისიერ ’სტუმარს” აზრადაც არ მოუვიდეთ მსგავსი ქმედების ჩადენა, მისი სუვერენიტეტის ხელყოფა.

თავის მხრივ არასამეწარმეო (არაკომერციული) რეგიონალური მედია-გაერთიანება ”იმერეთი” პროტესტს უცხადებს ევროპარლამენტის "ევროპის ხალხთა პარტიის" ჯგუფის (EPP) საქართველოში მყოფ დელეგაციას და მოუწოდებს მათ პატივი სცენ ქვეყნის სუვერენიტეტს, მის არჩეულ ხელისუფლებას და მთლიანად ქართველ ხალხს", - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს  არასამეწარმეო (არაკომერციული) რეგიონალური მედიაგაერთიანება ”იმერეთი”-ს დამფუძებნელ წევრთა სახელით გამგეობის თავმჯდომარე ბ. წიქორაძე აწერს ხელს. 

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.79
  • 3.07
  • 0.04
  • 0.68
  • 1.4