რუსთაველის თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე ახალი პროექტი იწყება

ხუთშაბათი, 14 თებერვალი, 2013 - 19:32

რუსთაველის თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე ახალი პროექტი "საუბარი პოეზიაზე" იწყება. პროექტის მიხედვით, თვეში ერთხელ, რუსთაველის თეატრის ექსპერიმენტული სცენა ახალგაზრდა პოეტებს დაეთმობა.  პოეტები საკუთარ ლექსებს წაიკითხავენ. საღამოები ინტერაქტიული იქნება და ახალგაზრდა პოეტები პოეზიაზე აუდიტორიასთან ერთად ისაუბრებენ.

17 თებერვალს რუსთაველის თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე პირველი საღამო გაიმართება. რუსთაველის თეატრის მსახიობები ბესო ზანგურისა და პაატა გულიაშვილის ლექსებს წაიკითხავენ. საღამოს მურმან ჯინორია წარუძღვება.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.93
  • 3.28
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46