სამხედრო მოსამსახურეები ვალების რესტრუქტურიზაციის ახალი პირობებით ისარგებლებენ

ხუთშაბათი, 14 თებერვალი, 2013 - 19:40

დღეიდან, საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეებს ბანკის წინაშე აღებული ვალდებულებების რესტრუქტურიზაცია შეეხებათ.

ამ თემასთან დაკავშირებით თავდაცვის მინისტრის მრჩეველმა ვაკო ავალიანმა მედიის წარმომადგენლებისთვის ბრიფინგი გამართა.

თავდაცვის სამინისტროსა და სს "საქართველოს ბანკს" შორის ინტენსიური მოლაპარაკებების შედეგად, სამხედრო მოსამსახურეები ვალების რესტრუქტურიზაციის ახალი პირობებით ისარგებლებენ. შეღავათი შეეხება თავდაცვის სამინისტროს 3321 თანამშრომელს, რომლებსაც ხელფასი სს ,,საქართველოს ბანკში’’ ერიცხებათ და მიმდინარე ვადაგადაცილებული საკრედიტო ვალდებულებები გააჩნიათ.

თავდაცვის სამინისტროს ის თანამშრომლები, რომლებიც თებერვალსა და მარტში, ბანკს რესტრუქტურიზაციის თხოვნით მიმართავენ, შემდეგი პირობებით ისარგებლებენ:

• შეძლებენ სესხის გაერთიანებას, იმ შემთხვევაში თუ რამდენიმე ვალდებულება აქვთ;

• შეძლებენ ხელსაყრელი საპროცენტო განაკვეთით სარგებლობას;

• შეეხებათ მნიშვნელოვანი შეღავათი უკვე დარიცხულ საპროცენტო სარგებელზე;

• მაქსიმალური მოქნილობით განისაზღვრება მათთვის ყოველთვიური შენატანი;

• რესტრუქტურიზაციის პერიოდი შეიძლება შეადგენდეს 4 წლამდე ვადას.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გიჟია , ხალხო, რას აპიარებთ? - კობა დავითაშვილი აჰა, ქოცებო აკომენტირეთ ეს როგორც გინდათ - მიხეილ სააკაშვილი ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.44
  • 2.89
  • 3.29
  • 0.04
  • 0.53
  • 1.44