თელავში ინფრასტრუქტურის და დასუფთავების სამსახურის უფროსი დააკავეს

ხუთშაბათი, 14 თებერვალი, 2013 - 19:23

კახეთის საოლქო პროკურატურამ თელავში ინფრასტრუქტურის და დასუფთავების სამსახურის უფროსი ალექსანდრე ბალუაშვილი დააკავა. როგორც პროკურორმა ხვიჩა ბეგიაშვილმა განაცხადა, დაკავებულს ბრალი ედება დიდი რაოდენობით  ქონების მითვისებაში და ყალბი დოკუმენტის შედგენაში.

"ბრალდების თანახმად, ალექსანდრე ბალუაშვილმა მიითვისა სამსახურის ქონება, რომლის ღირებულებაც 3 ათასი ლარია; ასევე, 24 ათასი ლარის ღირებულების 13 ტონა ბენზინი; გაფლანგა სამსახურის ბალანსზე არსებული 8 კბმ ფიჭვის ჯიშის სამასალე მერქანი, ღირებულებით 5700 ლარი. მანვე, დანაშაულის დაფარვის მიზნით ჩაიდინა სამსახურებრივი სიყალბე, კერძოდ, შეეცადა ყალბი დოკუმენტით ეჩვენებინა თანხის ხარჯვის მიზნობრიობა", – განაცხადა ხვიჩა ბეგიაშვილმა.

ალექსანდრე ბალუაშვილი ამ დროისთვის შს კახეთის მთავარი სამმართველოს წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3.11
  • 3.52
  • 0.04
  • 0.67
  • 1.5