ბიძინა ივანიშვილი თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის თავმჯდომარეს შეხვდა

ხუთშაბათი, 14 თებერვალი, 2013 - 17:38

საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი ერთდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის თავმჯდომარეს შეხვდა. შეხ­ვედ­რა­ზე, ბიძინა ივანიშვილმა და ჯემილ ჩიჩექმა ყუ­რადღე­ბა გა­ა­მახ­ვი­ლეს ორი ქვეყ­ნის ურ­თი­ერ­თო­ბისა და რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­ს სა­კითხებ­ზე.

ქართული დელეგაცია, პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობით, ერთდღიანი ოფიციალური ვიზიტით თურქეთს ეწვია.ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ–მინისტრი თურქეთის დიდ ეროვნულ მეჯლისსაც ეწვია.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებიან: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი კახა კალაძე, საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი ირაკლი კოვზანაძე, ასევე ფინანსთა სამინისტროსა და კუტურის სამინისტროს წარმომადგენლები.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.55
  • 3
  • 3.4
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5