კიბერნეტიკის ინსტიტუტის შენობაში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია

ხუთშაბათი, 14 თებერვალი, 2013 - 17:45

ჯიქიას ქუჩაზე მდებარე კიბერნეტიკის ინსტიტუტის შენობაში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. შენობის სხვენში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაახლოებით 150 კვადრატული მეტრი ფართი დაიწვა.

ადგილზე ამ დრომდე მობილიზებულია სახანძრო სამაშველო სამსახურის თხუთმეტამდე ეკიპაჟი. ხანძრისას ძლიერი აფეთქებაც მოხდა, თუმცა რა გახდა აფეთქების მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.

ადგილზე სამართალდამცველი ორგანოების თანამშრომლები, ექსპერტები და კრიმინალისტებიც მუშაობენ.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.71
  • 3.18
  • 3.58
  • 0.05
  • 0.68
  • 1.59