ყოფილი ლეიბორისტები ახალ პარტიას ქმნიან

ხუთშაბათი, 14 თებერვალი, 2013 - 16:15

ლეიბორისტული პარტიის ყოფილი წევრები, რომლებმაც პრტია ერთი კვირის წინ თვმჯდომარესთან შეხედულებათა განსხვავებულობის გამო დატოვეს.  ახალ პარტიას ქმნიან.

როგორც "ჯეონიუსს" სოსო შატბერაშვილმა განუცხადა, პარტია ამჟამად ჩამოყალიბების პროცესშია.

"ჩვენ პარტია დავტოვეთ ახალი პარტიის შექმნის მიზნით. როდესაც წამოვედით ლეიბორისტული პარტიიდან, ჩვენ განვაცხადეთ, რომ პრინციპებისა და იდეოლოგიის ერთგულნი ვრჩებით. პარტია იქნება მემარცხენე ცენტრისტული მიმართულების. ვითანამშრომლებთ ყველა პარტიასთან, რომელიც მზად არის ჩვენი მიმართულება გაიზიაროს და თანხვედრაში მოვა იდეოლოგიასთან, რომელსაც პარტიის შექმნისთანავე გამოვაცხადებთ", - განაცხადა შატბერაშვილმა.

შატბერაშვილის განცხადებით, ლეიბორისტული პარტიის ყოფილი წევრები, რომლებმაც პარტია მასთან ერთად დატოვეს, ახალი გაერთიანების პოლიტიკური კომიტეტის წევრები იქნებიან, გარდა ამისა, ლეიბორისტული  პარტია უამრავმა რიგითმა წევრმა დატოვა, რომელიც ახალ პარტიაში გაწევრიანდებიან.

სოსოს შატბერაშვილის განმარტებით, უახლოეს თვეში პარტია პოლიტიკურ მოღვაწეობას დაიწყებს. მედიისთვის პარტიის სახელწოდება და ოფისის მდებარეობა  უახლოეს ხანში გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, ლეიბორისტული პარტიის კომიტეტის წევრები პარტიის ლიდერს შალვა ნათელაშვილს ორი კვირის წინ გაემიჯნენ და მიზეზად თავმჯდომარის პოლიტიკური კურსისგან გადახვევა დაასახელეს. პარტია  გენერალურმა მდივანმა იოსებ შატბერაშვილმა, იდეოლოგიური მდივანმა კახაბერ ძაგანიამ, აღმასრულებელმა მდივანმა პაატა ჯიბლაძემ, პოლიტიკური კომიტეტის წევრმა და საორგანიზაციო მდივანმა კონსტანტინე გუგუშვილმა, რეგიონულმა მდივანმა გიორგი მთვარელიძემ და პოლიტიკური კომიტეტის აპარატის უფროსმა დავით ვერძეულმა დატოვეს.

 

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.93
  • 3.28
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46