ფლეშმობელებმა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ აქცია გამართეს

ხუთშაბათი, 14 თებერვალი, 2013 - 17:24

მეტროსადგურ  "რუსთაველის" წინ დღეს ფლეშმობი მოეწყო. ფლეშმობელებმა  15-წუთიანი  პერფორმანსით  ქალთა  მიმართ ძალადობა გააპროტესტეს. "ძირითადად სექსუალური ძალადობის მიმართ იყო პროტესტი, მაგრამ ზოგადად ძალადობა,

როგორც ასეთი გავაპროტესტეთ, რომელიც უხილავია, რომელიც არ ჩანს, რომელიც ხშირად არც კი გაიაზრება როგორც პრობლემა, ჩვენ ზუსტად ამას ვაპროტესტებდით, ოღონდ მხიარულად, ცეკვით, რიტმით, იმიტომ, რომ ეს ისედაც მძიმე პრობლემაა", - განაცხადეს "ჯეონიუსთან" აქციის ორგანიზატორებმა.

შეგახსენებთ, რომ ქალთა ფონდი საქართველოში ესტონეთის საელჩოს მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს –“Women's Rights – Art in Action”, რომლის მიზანია ქალთა საკითხებისადმი საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მგრძნობელობის გაზრდა.

პროექტის ფარგლებში კიდევ ორი ღონისძიება იგეგმება: ქუჩის პერფომანსი: Break The Chain (გაწყვიტე ჯაჭვი).

აღნიშნული კამპანიის ფარგლებში 16 თებერვალს 16:00 სთ–ზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, გაიმართება პერფომანსი Break The Chain (გაწყვიტე ჯაჭვი) და  გამოფენა: Auto Nomos (პირადი კანონი)

17 თებერვალს, 18:00 სთ–ზე, გალერეაში „არტ ავენიუ“ , გაიხსნება ქართველი ქალი არტისტების ნამუშევრების გამოფენა სახელწოდებით, Auto Nomos (პირადი კანონი), თემაზე – ქალთა სექსუალური უფლებები და გამოცდილებები.

პროექტში საქართველოს გარდა, კიდევ 45 ქვეყანაა ჩართული.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.93
  • 3.28
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46