რამაზ ფალიანმა მსაჯს მუშტი ჩაარტყა

ხუთშაბათი, 14 თებერვალი, 2013 - 16:20

კრივში საქართველოს პირველობას არეულობის გარეშე არ ჩაუვლია. 75 კილოგრამ წონით კატეგორიის ორთაბრძოლაში, სადაც რამაზ ფალიანის მოკრივე, ხარძიანი და გიორგაძე ჩხუბობდნენ, არეულობის მიზეზი გახდა.

გიორგაძეს გამარჯვებულად გამოცხადების შემდეგ, დარბაზში არეულობა მოხდა. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მწვრთნელმა რამაზ ფალიანმა მსაჯს მუშტი ჩაარტყა. 

 ფალიანის ამ საქციელის შემდეგ ტრიბუნიდან ხარძიანის გულშემატკივარი გადმოვიდა, რათა მსაჯს ფიზიკურად გასწორებოდნენ. არეულობის მიუხედავად, დაცვამ სიტუაციის განმუხტვა მოახერხა.

შემდეგი ბრძოლა, რომელიც 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში ჩატარდა, კვლავ არეულობა მოჰყვა. მიზეზი აქაც მსაჯის გადაწყვეტილება იყო.

ფაქტია, რომ საქართველოს კრივში, მსაჯობის პრობლემა მწვავედ დგას. მათ მიერ ჩატარებულ ბრძოლებში უკმაყოფილება დიდია და ხშირად სამართლიანი...

აღნიშნული სიტუაცია, აჩენს კითხვებს, ხომ არ გვაქვს საქმე კორუფციასთან?

"ჯეონიუსი" აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ნაკრების ახალ მთავარ მწვრთნელს ბონდო მამულაშვილს ესაუბრა. მისი თქმით, მსაჯები ხშირად ცოდავენ, მაგრამ ეს კორუფციის გამო კი არ ხდება, არამედ არაკომპეტენტურობის ბრალია.

"სამწუხარო ფაქტი მოხდა. დღეს მსაჯებმა შეცდომა დაუშვეს, მაგრამ მსგავსი საქციელი რაც აქ ვიხილეთ, მიუღებელია.

შეჯიბრის დაწყების წინ, მსაჯებს ვთხოვთ, რომ მაქსიმალურად დაგვეხმარონ, რათა გამარჯვებული სამართლიანად გამოვლინდეს. ფაქტია, რომ ქართველი მსაჯების დონე არ არის ისეთ სიმაღლეზე, რომ შეიძლებოდეს მათზე დაყრდნობა.

ამიტომ, გეგმაში გვაქვს, რომ უახლოეს ხანში, მსაჯებს სემინარებს ჩავუტარებთ. სამწუხაროდ, პრობლემა მხოლოდ მსაჯებში არაა, ზოგიერთი მწვრთნელი ნაკლებად კვალიფიცირებულია, რაც საქმეს ართულებს.

მოგეხსენაბათ, აღარ ფუნქციონირებს ფიზკულტურის ინსტიტუტი, სადაც იზრდებოდნენ მწვრთნელები, მსაჯები. ეს პრობლემები სწორედ აქედან მოდის. მართალია, ჩვენ ვცდილობთ ამ პრობლემის აღმოფხვრას, თუმცა ეს ერთბაშად არ მოხდება", - განაცხადა ბონდო მამულაშვილმა.

სალომე ბალახაშვილი

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.79
  • 3.07
  • 0.04
  • 0.68
  • 1.4