საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით თურქეთში იმყოფება

ხუთშაბათი, 14 თებერვალი, 2013 - 13:22

ქართული დელეგაცია, პრემიერ- მინისტრის ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობით, ოფიციალური ვიზიტით თურქეთს ეწვია.  ერთდღიანი ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები თურქეთის პრეზიდენტ აბდულაჰ გულისთან, პრემიერ-მინისტრ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან და თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის თავმჯდომარე ჯემილ ჩიჩექსთან. დღესვე საქართველოს დელეგაცია ათათურქის მავზოლეუმს მოინახულებს. ვიზიტის დასასრულს გაიმართება ოფიციალური სადილი თურქეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის სახელით ბიძინა ივანიშვილის პატივსაცემად.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებიან: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი კახა კალაძე, საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი ირაკლი კოვზანაძე, ასევე ფინანსთა სამინისტროსა და კუტურის სამინისტროს წარმომადგენლები.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეს გარყვნილ ევროპაში ხდება - სულა სულაშვილი შეცდომები შეცდომებზე დააშვებინა პოროშენკოს, ბოლომდე გააბანძა - ირაკლი ტაბლიაშვილი როგორი ლოკალური და მიკროა მთელი ქართული პოლიტიკა სააკაშვილთან შედარებით - ნიკა გვარამია საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შესთხოვოს მამაზეციერს, რომ პოროშენკო მას მაინც თუ დაიჭერს, საქართველოში აღარ გამოუშვას - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილზე ვაცხადებ, ხელისუფლება მომავალ არჩევნებში კიდევ ერთხელ გაჟიმავს ოპოზიციას - ირაკლი წერეთელი ქართულმა სახელმწიფომ დაამტკიცა, რომ ქართულ ეკლესიაში არიან პატრიარქის თუ არა, საერთოდ ადამიანის მკვლელობის მოსურნე სასულირო პირები - გაიოზ მამალაძის რჩევა ხელისუფლებას

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.47
  • 2.97
  • 3.34
  • 0.04
  • 0.71
  • 1.46