მთავრობამ რუსეთთან მოლაპარაკებისას საბჭოთა ოკუპაციისას მიყენებული ზარალისა და ანაბრების დაბრუნების საკითხი უნდა დააყენოს

ხუთშაბათი, 14 თებერვალი, 2013 - 16:31

ახალგაზრდა  ადვოკატების  განცხადებით,  საქართველოს  მთავრობის  ძალისხმევა,  დაიწყოს  რუსეთის  ფედერაციასთან  პოლიტიკური  დიალოგი,  მნიშვნელოვანი  და  აუცილებელი  პროცესია, თუმცა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენის პარალელურად, განსაკუთრებული ადგილი უნდა დაიკავოს სამართლებრივი ვალდებულებების შესრულების საკითხმაც, რომელიც საქართველოს და საქართველოს მოქალაქეთა ლეგიტიმურ მიზნებსა და მოთხოვნილებებს მიესადაგება.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ მიმართავენ საქართველოს მთავრობას, რუსეთთან ურთიერთობების აღდგენის პროცესში ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციისა და დევნილთა უსაფრთხო დაბრუნების პარალელურად დააყენოს ორი მნიშვნელოვანი საკითხი: პირველი: საქართველოს სახელმწიფოს აქვს ლეგიტიმური უფლება საბჭოთა ოკუპაციის გამო რუსეთის ფედერაციისგან კომპენსაციის მიღება მოითხოვოს და მეორე: საქართველოს სახელმწიფოს აქვს ლეგიტიმური არგუმენტები რუსეთის ფედერაციისგან, როგორც საბჭოთა კავშირის ერთადერთი სამართალმემკვიდრესგან საქართველოს მოქალაქეების კუთვნილი საბჭოთა ანაბრების დაბრუნების მოთხოვნის.

“ახალგაზრდა ადვოკატებისთვის” საყურადღებოა საბჭოთა ოკუპაციის გამო კომპენსირების მოთხოვნის ნაწილში ლიტვის სახელმწიფოს დღევანდელი მკვეთრი პოზიცია, რომელიც რუსეთისგან კომპენსაციის მიღებას ლიტვის მოქალაქეებისთვის მიმართ სამართლიანობის აღდგენად მიიჩნევს. ვფიქრობთ, საქართველოს მოქალაქეებისთვისაც, სამართლიანობის აღდგენის საკითხადაა მიჩნეული რუსეთის ვალდებულებები, როგორც საბჭოთა ოკუპაციის დროს, ასევე მეანაბრეთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით.

ორგანიზაცია წერილით მიმართავს მთავრობის სპეციალურ წარმომადგენელს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ბატონ ზურაბ აბაშიძეს, რათა ოფიციალურ მოლაპარაკებებზე საქართველოს მხრიდან დაისვას ზემოთხსენებული ორი მნიშვნელოვანი საკითხი და რუსეთის ფედერაციისგან სამართლებრივი ვალდებულებების შესრულება მოითხოვოს.

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ტყუპების შემდეგ კიდევ ერთი შვილი - ირინა სარიშვილის ემოციური პოსტი სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41