კრივში საქართველოს ჩემპიონები გამოვლინდნენ

ხუთშაბათი, 14 თებერვალი, 2013 - 16:11

შოთა ჩოჩიშილის სახელობის ძიუდოს აკადემიის დარბაზში,  საქართველოს პირველობა კრივში დასრულდა. მოკრივეთა ეროვნულ ჩემპიონატში, რომელიც სამი დღე გრძელდებოდა, სხვადასხვა რეგიონის 90-მდე წარმომადგენელი იბრძოდა.

49 კილოში დავით ნანავა (ფოთი) მიხეილ კაზანჯიას (თბილისი) აჯობა და საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

52 კილოში ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატების მონაწილე სევერიან ჭილაძე (თბილისი)ავთანდილ ჭიბაბრიას აჯობა.

56 კილოში ლონდონის ოლიმპიადის ლიცენზიატი მერაბ თურქაძემ (ქუთაისი) ტიტულიისთვის ბრძოლაში გიორგი გოგატიშვილთან (ფოთი) დამარცხდა.

64 კილოში ლაშა შალამბერიძემ (ქუთასი) ოქროს მედალი ბრძოლის გარეშე მოიგო. მისი მეტოქე ირაკლი ჭინჭარაულთან (რუსთავი) ფინალში ავადმყოფობის გამო არ გამოცხადდა.

69 კილოში 2011 წლის ევროპის ჩემპიონატის მესამე პრიზიორმა ზაალ კვაჭატაძემ (თბილისი), ფავორიტის სტატუსი გაამართლა და ფინალში ლევან კაჟაიშვილს (თბილისი) აჯობა.

75 კილოში რამაზ ფალიანის მოკრივემ ბექა ხარძიანმა (თბილისი) გიორგი გიორგაძესთან (თბილისი) დათმო.

81 კილოში რომან თავაძემ (ქუთაისში) ალექსანდრე დიკვაძეს(რუსთავი) მოუგო.

91 კილოში ალექსანდრე კარტოზიამ (თბილისი) ირაკლი გვენეტაძეს (თბილისი) ქულობით მოუგო და საქართველოს ჩემპიონის ტიტული დაისაკუთრა.

+91 კილოში მიხეილ ბახტაძემ (ქუთაისი) გიორგი პურიჭამიაშვილს (თბილისი) მძიმე ბრძოლაში მოუგო.

 

"ჯეონიუსი" საქართველოს 69 წონით კატეგორიის ჩემპიონს ზაალ კვაჭატაძეს ესაუბრა.

"დავასრულეთ საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. შარშანდელთან შედარებით კონკურენცია გაიზარდა. ძალიან მძმე ორთაბრძოლა გამომივიდა ფინალში. წინსვლა ყველანაირად არის, ვემზადებით ევროპის ჩემპიონატისთვის. იმედი გვაქვს, რომ წლევანდელი ევროპა უფრო შედეგიანი იქნება. ჩემპიონობისთვის აუცილებლად ვიბრძოლებ",-აღნიშნა კვაჭატაძემ.

ტურნირზე, გამოვლინდა ახალგაზრდა ტექნიკური მოკრივე.საერთო გადაწყვეტილებით ტიტული ქუთაისელ მოკრივეს, ჯემალ შალამბერიძეს მიაკუთვნეს.

სალომე ბალახაშვილი

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.93
  • 3.28
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46