კულტურული ღონისძიებები ქართველებსა და აფხაზებს შორის სიყვარულის აღდგენას შეუწყობს ხელს

ხუთშაბათი, 14 თებერვალი, 2013 - 17:53

გუშინდელმა საღამომ ერთი ნაბიჯით დაგვაახლოვა იმ დიდ სიყვარულთან და ძმობასთან, რაც ჩვენ ოდითგანვე გვქონდა და რამაც ცხადყო, რომ ჩვენ ერთმანეთს ვერავითარი ძალა ვერ დაგვაშორებს, - განაცხადა "ჯეონიუსთან" საუბარში საქართველოს ახალგაზრდა შემოქმედთა კავშირის  ხელმძღვანელმა ლევან ჟვანიამ.

მისი თქმით, ღონისძიების მიზანი ქართველებსა და აფხაზებს შორის საუკუნოვანი ძმობისა და სიყვარულის აღდგენის კიდევ ერთი მცდელობაა,

"ვფიქრობ, რომ მსგავსი კულტურული ღონისძიებები ხელს შეუწყობს ქართველებსა და აფხაზებს შორის საუკუნოვანი ძმობისა და სიყვარულის აღდგენას, აფხაზეთი არის საქართველოს ისტორიული, ძირძველი კუთხე. იმედი მაქვს, რომ აფხაზეთი ისევ დაუბრუნდება თავის დედა-სამშობლოს - საქართველოს", - განაცხადა ლევან ჟვანიამ.

ახალგაზრდა შემოქმედთა კავშირის ხელმძღვანელის თქმით, მომავალში გეგმავენ მჭიდრო ურთიერთობების დამყარებას აფხაზ ახალგაზრდებთან და სხვადასხვა კულტურული ღონისძიებების ერთობლივად გამართვას, რისი სურვილიც, მისივე თქმით, აფხაზმა ახალგაზრდებმაც გამოთქვეს.

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ახალგაზრდა შემოქმედთა კავშირის ორგანიზებით, ქართულ-აფხაზური საღამო "ხმა მიაწვდინე" გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა გალიდან ჩამოსულმა ახალგაზრდებმა, ასევე აფხაზეთსა და  საქართველოში მცხოვრებმა აფხაზებმაც მიიღეს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ტყუპების შემდეგ კიდევ ერთი შვილი - ირინა სარიშვილის ემოციური პოსტი სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.07
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41