ქვემო ქართლის გუბერნატორის დავით კირკიტაძის დაკითხვა დასრულდა

ხუთშაბათი, 14 თებერვალი, 2013 - 16:05

ქვემო ქართლის გუბერნატორის დავით კირკიტაძის დაკითხვა ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურაში   დასრულდა.  კირკიტაძის განცხადებით, გამოძიებას მასთან შეკითხვები ჰქონდა დასაქმების სახელმწიფო პროგრამასთან დაკავშირებით, კონკრეტულად კი, აინტერესებდათ, რა საქმიანობას ეწეოდნენ სოციალური აგენტები, რა ფორმით ადგენდნენ სიას და რა მიზნით დგებოდა ეს სიები.

"მე, ისევე როგორც საქართველოს ხელისუფლების ყველა წარმომადგენელი, ვიყავი მოტივირებული და ვაკეთებდი იმ საქმეს, რომ მოსახლეობა დასაქმებულიყო. პირველ ეტაპზე შექმნილიყო ბაზა, მომხდარიყო ამ ბაზაში გაერთიანებული ადამიანების გადამზადება და მომავალში მათთვის შეგვექმნა სამუშაო ადგილები", - განაცხადა კირკიტაძემ.

შეგახსენებთ,  რომ დასაქმების პროგრამასთან დაკავშირებით გუშინ დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი და ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი დაიკითხნენ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3
  • 3.41
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5