აფბა 112-ის გადასახადის გაუქმებას მოითხოვს

ხუთშაბათი, 14 თებერვალი, 2013 - 15:39

”ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია” 112-ის გადასახადის გაუქმებას ითხოვს. მათი განცხადებით, ამ მეთოდით მოსახლეობის ჯიბეებიდან უსამართლოდ ხდება ფინანსების ამოღება.

მიგვაჩნია, რომ ამ მოსაკრებლის არსებობა ადამიანის უფლებების დარღვევაა, რადგან ყველა მოქალაქე, განურჩევლად იმისა, სარგებლობს თუ არა იგი საგანგებო სამსახურის მომსახურებით, ვალდებულია სულ სხვა პროდუქტის მოხმარებისას (მობილურზე საუბარი) მოსაკრებელი გადაიხადოს. რომელიც, თავის მხრივ გაუგებარია, რა გათვლებს ემყარება, თუ რატომ უნდა გადაიხადოს ფიზიკურმა პირმა 20 თეთრი, ხოლო იურიდიულმა 50 თეთრი.

 

"აფბა მიიჩნევს, რომ 112-ის გადასახადი ერთ-ერთია იმ დაუსაბუთებელი და არასამართლიანი გადაწყვეტილებათაგან, რომელიც წინა ხელისუფლების პირობებში იქნა მიღებული. არასამთავრობო ახალ ხელისუფლებას მოუწოდებს შეცვალოს წინა მთავრობის მიერ შემოღებული საგანგებო სიტუაციის სამსახურის დაფინანსების მახინჯი სისტემა, რომელსაც ანალოგი მსოფლიოში არ მოეძებნება.

საქართველოში მოქმედი 112-ის სამსახურის მსგავსი სისტემა ყველა ევროპულ სახელმწიფოში, ასევე ამერიკაში, რუსეთსა თუ სხვა ბევრ ქვეყანაში მოქმედებს. ასეთი სამსახურის ჩამოყალიბების შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იყო 1991 წელს ევროკავშირის საბჭოს მიერ და ყველა წევრ ქვეყანას დაევალა მისი შექმნა. 2002 წლის მარტში უნივერსალური სპეციალური დირექტივაც ამოქმედდა და შესაბამისი მოთხოვნებიც დაწესდა, რომელთგან ერთ-ერთ მნიშვნელოვანს წარმოადგენს ის, რომ მისი მომსახურება უფასოა ნებისმიერი აბონენტისათვის", - ნათქვამია ”ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” განცხადებაში. 

 

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3.11
  • 3.52
  • 0.04
  • 0.67
  • 1.5