ვლადიმერ ბედუკაძეს ყოფილი პატიმარი მკვლელობის მუქარაში სდებს ბრალს

ხუთშაბათი, 14 თებერვალი, 2013 - 15:07

ციხის სკანდალური კადრების ავტორს, ვლადიმერ ბედუკაძეს უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში ყოფილმა მსჯავრდებულებმა საჯაროდ მეორე ბრალდება წაუყენეს. ამჯერად ერთ-ერთი ყოფილი პატიმარი აცხადებს, რომ ბედუკაძე მას მოკვლით ემუქრებოდა.

პატიმრის განცხადებით, სანამ გლდანის #8-ე დაწესეებულებაში იხდიდა სასჯელს,  ბედუკაძე მოკვლით რამდენჯერმე დაემუქრა.

ყოფილი პატიმრის კანცხადებით, ბედუკაძეს წამების საკუთრი ფორმა ჰქონდა.

"ვლადიმერ ბედუკაძის და მეგის ქარდავას მოგონილია, როგორ უნდა დაეთანხმებინათ პატიმრები ე.წ. თნამშრომლებაზე და დაეწერათ ფურცელზე, რომ ითანამშრომლებდნენ გამიძიებასთან ", - განაცხადა ყოფილმა მსჯავრდებულმა.

მისი განცხადებით, ბედუკაძე პატიმრების მიმართ სისასტიკით გამოირჩეოდა. მან ასევე აღნიშნა, რომ დარწმუნებულია ყოფილი სხვა მსჯავრდებულის განცხადების სისწორეში.

"ბედუკაძე გმირად არ უნდა იყოს შერაცხული და ვინც არიან პატიმრების წამებისთვის დასჯილი, მათ უნდა შეუერთდეს. დარწმუნებული ვარ იმ ადამიანის ჩვენებაში ძალადობის თობაზე. ლადო მედუკაძე გამოირჩეოდა სისასტიკით", - განაცხადა ყოფილმა მსჯავრდებულმა.

სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, პატიმარმა, რომელმაც ბედუკაძის მიმართ მკვლელობის მცდელობის ბრალდება დღეს გააჟღერა, საპატიმრო დაწესებულება 29 სექტემბერს დატოვა. იგი  სასჯელს ორი ბრალდებით იხდიდა.

შეგახსენებთ, კიდევ ერთმა მსჯავრდებულმა გუშინ განაცხადა, რომ ვლადიმერ ბედუკაძემ მასზე სექსუალური ძალადობა განახორციელა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.93
  • 3.28
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46