რუსეთმა გივი თარგამაძეზე ძებნა გამოაცხადა

ხუთშაბათი, 14 თებერვალი, 2013 - 15:00

როგორც სააგენტო იტარ-ტასი იტყობინება, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა გივი თარგამაძე დამნაშავედ ცნო,  რუს ოპოზიციონერებთან - სერგეი უდალცევთან, ლეონიდ რაზვეზჟაევთან და კონსტანტინ ლებედევთან ერთად რუსეთში  მასობრივი არეულობის მომზადებაში.

 "რუსეთის საგარეო უწყებიდან მივიღეთ ოფიციალური პასუხი, რომ თარგამაძე არ სარგებლობს რაიმე სახის იმუნიტეტით სისხლის სამართლებრივ დევნასთან დაკავშირებით, ამიტომ მასზე დაუსწრებლად გამოცხადდება ძებნა და მოხდება მისი დაპატიმრება", - განაცხადა რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვლადიმირ მარკინმა,

გადაცემა "პროტესტის ანატომია"-ში გასული ჩანაწერი გამოძიებამ  სარწმუნოდ მიიჩნია, მიუხედავად თარგამაძის განცხადებისა,რომ ის რუს ოპზიონერებს არ იცნობს.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, გივი თარგამაძე 6 მაისს "ბალოტნაიას მოედანზე" პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებების ორგანიზებაში "კონკრეტულ როლს" ასრულებდა. რუსეთში მასობრივი არეულობის ორგანიზება და "ბალოტნაიას საქმე" ამ ეტაპზე გაერთიანებულია. საქმეში 20-ზე მეტი ადამიანი ფიგურირებს.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ტყუპების შემდეგ კიდევ ერთი შვილი - ირინა სარიშვილის ემოციური პოსტი სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41