მკვლელობაში ეჭვმიტანილი ქართველი გოგონა შეიძლება უდანაშაულო აღმოჩნდეს

ხუთშაბათი, 14 თებერვალი, 2013 - 15:05

იტალიური მედიის ინფორმაციით, შესაძლოა, იტალიაში 90 წლის ქალის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ნათია თათარაშვილი უდანაშაულო აღმოჩნდეს.  საქმის დეტალებს პირველი რადიო ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობა გარდაცვლილის შვილმა ჩაიდინა, რომელსაც ფინანსური პრობლემები ჰქონდა, შემდეგ კი მომხდარი ქართველ მომვლელ გოგონას დაბრალდა.

24 წლის ნათია თათარაშვილი იტალიაში ერთი თვის წინ მოხუცი ქალბატონის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს და ამ დროისთვის ის ფსიქიატრიულ კლინიკაშია მოთავსებული.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.7
  • 3.18
  • 3.57
  • 0.05
  • 0.7
  • 1.59