სერგო რატიანი მაყურებელს მომხდარის გამო ბოდიშს უხდის

ხუთშაბათი, 14 თებერვალი, 2013 - 14:41

საპარლამენტო უმცირესობის წევრმა სერგო რატიანმა ტელეკომპანია "მაესტროში" მომხდარის გამო მაყურებელს მოუბოდიშა და განაცხადა რომ საზოგადოება პოლიტიკოსების ჩხუბს არ უნდა უყურებდეს. ამის შესახებ დეპუტატმა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალურ ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

რატიანის თქმით, დაპირისპირების მიზეზი კობა დავითაშვილის მხრიდან მისი მისამართით გაკეთებული რეპლიკები გახდა. "მიუხედავად ზღვარგადასული შეურაცხყოფებისა, მიუხედავად იმისა, რომ მე რამდენეჯერმე გავაფრთხილე ბატონი კობა დავითაშვილი, რომ დამშვიდებულიყო. ვწუხვარ, რომ მაინც მოხდა ეს ინციდენტი. ჩვენი მაყურებელი, ჩვენი ხალხი არ უნდა უყურებდეს პოლიტიკოსების ჩხუბს პირდაპირ ეთერში", - განაცხადა რატიანმა. 

ტელეკომპანია “მაეტროს” გადაცემა “არგუმენტის” პირდაპირ ეთერში საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი კობა დავითაშვილი და უმცირესობის წევრი სერგო რატიანი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე იმედია, არ დადასტურდება არაოფიციალური ინფორმაცია - ნანუკა ჟორჟოლიანი მთავრობას მიმართავს

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.67
  • 3.15
  • 3.57
  • 0.05
  • 0.7
  • 1.57