გოკა გაბაშვილი "ქართულ ოცნებას" სიძულვილის ენის დამკვიდრებაში ადანაშაულებს

ხუთშაბათი, 14 თებერვალი, 2013 - 14:42

გოკა გაბაშვილი "ქართულ ოცნებას" სიძულვის ენის დამკვიდრებაში ადანაშაულებს და დავითაშვილის ქმედებას პროვოკაციად აფასებს. " მაშინ, როცა ბატონი დავითაშვილი პირდაპირ ეთერში თავების დაჭეჭყვით ემუქრება ოპოზიციის წარმომადგენლებს. მაშინ, როცა უმრავლესობის ლიდერი, ბატონი საგანელიძე ამბობს, რომ ისინი აიძულებენ პრეზიდენტს არ გამოვიდეს თავის სასახლიდან, მაშინ, როცა მათი მეთოდი არის ფიზიკური ანგარიშსწორება, კიდევ ერთხელ ვამბობ, ლინჩის წესით ადამიანების გატყავებით და ადამიანების მკვლელობით საუბრობენ ოპოზიციასთან და ეს ენა დაამკვიდრეს ქართულ პოლიტიკაში", -  განაცხადა გაბაშვილმა.

გოკა გაბაშვილი მსგავსი ენით საუბარს სახიფათო ტენდენციად მიიჩნევს.

შეგახსენებთ, რომ გაბაშვილმა ეს განცხადება ტელეკომპანია "მაესტროში" გუშინდელი ინციდენტის შემდეგ გააკეთა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.92
  • 3.28
  • 0.04
  • 0.67
  • 1.46