თავდაცვის სამინისტრომ საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის შესახებ საინფორმაციო კამპანია რეგიონებში დაიწყო

ხუთშაბათი, 14 თებერვალი, 2013 - 14:27

თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტის თანამშრომლებმა და სამხედრო მოსამსახურეებმა მთელი საქართველოს მასშტაბით საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში მიღების პირობებისა და დამატებითი ინფორმაციის საზოგადოებისთვის გაცნობის მიზნით საინფორმაციო ბროშურებისა და ჟურნალების დარიგება დაიწყეს.

საინფორმაციო კამპანიამ რაჭა-ლეჩხუმის, სვანეთისა და სამეგრელოს რეგიონები მოიცვა. თავდაცვის უწყების წარმომადგენლები შიდა და ქვემო ქართლის, ასევე, თბილისის შემოგარენის მოსახლეობას შეხვდნენ.

გორის რაიონში კამპანიას საქართველოს შეიარაღებული ძალების V ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებიც შეუერთნენ და მოქალაქეებს კითხვებზე ამომწურავი პასუხები გასცეს.

საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობის სურვილი გამოთქვეს, კონტრაქტის საფუძველზე, სამხედრო სამსახურში უკვე მყოფმა პირებმა და სტუდენტებმაც. ბევრი ახალგაზრდა სამშვიდობო მისიაში მონაწილეობითაც დაინტერესდა. საინფორმაციო კამპანია მთელ საქართველოს მოიცავს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.93
  • 3.28
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46